in ,

8-9 ნოემბერს თბილისში Game Jam ჩატარდება !

8-9 ნოემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი) დიდი გეიმდღესასწაული იგეგმება – Game Jam წელს მესამედ ბრუნდება!

BOG
BOG

IGDA Georgia-სა და CG Georgia-ს მიერ ორგანიზებული Game Jam + ტრადიციულად მრავალფეროვანია და განსხვავებული ინტერესების მქონე გეიმაუდიტორიაზეა გათვლილი.

მთავარი სეგმენტი თავად Game Jam-ია – ვიდეოთამაშების შექმნის მარათონი, რომელიც ორ დღე-ღამეს გაგრძელდება, ხოლო გუნდები წინასწარ შეთავაზებული თემის მიხედვით ვიდეოთამაშის მცირე პროტოტიპს შექმნიან. აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა მუშაობს – თამაში თემას უნდა ერგებოდეს, ხოლო ჟანრს, ვიზუალურ მხარეს და თუ სხვა დეტალებს თავად თამაშის ავტორი გუნდი ირჩევს.

ცხადია, მარათონი პროტოტიპის შექმნით არ სრულდება. ნამუშევარს ჟიური აფასებს, რის დროსაც გუნდი პროექტის განვითარებაზე საუბრობს. აქ უკვე ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერ იდეას აქვს წარმატებული პერსპექტივის შანსი!

ვიდრე გეიმდეველოპერები ბრეინშტორმინგში იქნებიან ჩართული, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიას ვიდეოთამაშების მოყვარულთა არმია დაიპყრობს. მათთვის აქ დამატებითი ღონისძიებები იგეგმება: თემატური ვიქტორინები, გეიმბეთლები, დასრულებული პროექტების პრეზენტაციები, კონცეპტარტების გამოფენა და, რა თქმა უნდა, მსგავსი ღონისძიებებისთვის აუცილებელი სეგმენტი – ქოსფლეი!

Game Jam-ის ქოსფლეის კარი ნებისმიერი სამყაროდან მოსული პერსონაჟისთვის ღიაა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ანიმე ან კინოგმირი, თუმცა ქოსფლეის კონკურსში მხოლოდ გეიმპერსონაჟები მონაწილეობენ.

game jam 2014

დამატებით ინფორმაციას და ქოსფლეიში მონაწილეობის წესებს გაეცანით: Game Jam-ის Facebook გვერდზე :

https://www.facebook.com/events/608937285883563/?fref=ts

პროექტის ოფიციალური მედია მხარდამჭერია marketer.ge 

„ლივინგსტონი“ Google -ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

რა მოხდებოდა ობოლი ბავშვები თავად რომ ირჩევდნენ მშობლებს?