in

Game Jam-ის საკონკურსო თემები ცნობილია!

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში Game Jam-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ IGDA Georgia-ს წარმომადგენელი ნიკოლოზ როსტომაშვილი, ჯეოსელის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი და თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის მენეჯერი ბექა კოკაია.

BOG
BOG

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა Game Jam-ის ვიდეოთამაშების შექმნის მარათონის თემები: ჯეოსელის თემაა უსასრულო, თავისუფალმა უნივერსიტეტმა თემად რობოტი შეარჩია, ხოლო IGDA Georgia-მ დიდი აფეთქება. ასევე შემთხვევით შერჩევით გამოვლინდა მეოთხე თემაც – 8 ბიტიანი გოძილა აპოკალიფსი (8 bit Godzilla apokalypse).

IGDA Georgia-სა და CG Georgia-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში 8 და 9 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება აერთიანებს 2D კონკურსს, ტურნირებს ვიდეოთამაშებში, ვიქტორინებს, სამაგიდო თამაშებსა და ქოსფლეის. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge

ვისკი “Glenfiddich”-ის ახალი აიდენტიკა

რომელ სუპერ/ჰიპერმარკეტებს სტუმრობენ თბილისელები?