in ,

“Game Jam” – კომპიუტერული თამაშების მარათონი თბილისში

22 თებერვალს კომპიუტერული თამაშების მარათონი “Game Jam”  გაიმართება. Marketer.ge ღონისძიების ექსკლუზიური მარკეტინგული პორტალია. ღონისძიების მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ინტერაქტიული აპლიკაციების სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მათ პროექტებს.

1891297_712019632165925_259798436_n

“Game Jam” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. საქართველოში კი პირველად გაიმართება. მარათონში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარი იდეის წარსადგენად საჭიროა “Game Jam”-ის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. რეგისტრაცია უშუალოდ ღონისძიების დღეს, ადგილზეც არის შესაძლებელი. დასწრება თავისუფალია.

”Game Jam” არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ღონისძიება ინტერაქტიული აპლიკაციების სფეროში. მარათონზე გამოდიან ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან კომპიუტერულ თამაშებს ან წარმოადგენენ ამ სფეროში დეველოპერ კომპანიებს. ასე იქნება თბილისშიც. წინასწარ დარეგისტრირებული სპიკერები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ იდეებს გააცნობენ. პრეზენტაციების შემდეგ, შეიქმნება სპეციალური გუნდები.

ღონისძიების დამსწრეები, ვისაც რომელი იდეა მოეწონება, შეუერთდებიან იდეის ავტორებს და დაიწყება უშუალოდ პროექტზე მუშაობა. ანუ, რა იდეასაც პრეზენტაციაზე წარადგენენ, იმის განხორციელება, პროექტის სახით ჩამოყალიბება. გამოვლინდება საუკეთესო ჯგუფები. არის სხვადასხვა საპრიზო ადგილები-ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკოლოზ როსტომაშვილი.

მარათონის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასებიც. ორგანიზატორების თქმით, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში მონაწილოებას ამ დარგის სპეციალისტები მიიღებენ. ისინი სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ და პრეზენტატორებსა და დამსწრე საზოგადოებას კომპიუტერული თამაშების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს გააცნობენ. ამავდროულად, შეჯიბრში მონაწილე გუნდების მენტორებიც იქნებიან.

გამარჯვებულებს სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს, რომელიც ამ დარგის წამყვანი სპეციალისტებისა თუ დეველოპერი კომპანიების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება პრიზებს, გამარჯვებულებს ”გეიმერებისთვის” საჭირო სხვადასხვა მომსახურება თუ ნივთი გადაეცემათ.

“Game Jam” ინტერაქტიული აპლიკაციების სფეროში ცალკეული პროექტი არ არის. ის კომპიუტერული თამაშების მწარმოებელთა მსოფლიო ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობის ღონისძიებაა. ასოციაციის მიზანია, საქართველოში კომპიუტერული თამაშების ბიზნესი განავითაროს და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს წარმატების მიღწევაში შეუწყოს ხელი.

”ამ ღონისძიების მიზანი, როგორც ინტერაქტიული აპლიკაციების სფეროს განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე კონკრეტული პიროვნებების, ამ დარგში მომუშავე თითოეული ინდივიდის პროფესიული ზრდისა და რეალიზების ხელშეწყობაა.

ეს კონკრეტული ნაბიჯებით განხორციელდება. იქნება გაცვლითი და სასწავლო პროგრამები. ჩატარდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი Game Jam. ასევე იგეგმება რეგიონალურ Game Jam. ამას გარდა, გასვლითი ღონისძიება- დავესწრებით ინტერაქტიული აპლიკაციების გამოფენას. მთელი წლის მანძილზე 10-მდე ღონისძიება გაიმართება” – ამბობს ნიკოლოზ როსტომაშვილი.

მარათონის შესახებ ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ვიდეო:

მორფეუსის არია Kia-ს რეკლამაში

კომპიუტერული გრაფიკის სასწაული, როგორ ქმნიდნენ The Wolf of Wall Street-ს