in

ზამთარი მოდის — Game of Thrones-ის სმარტფონი გზაშია!

თუ ნამდვილი ზამთარი მოდის, სამეფო კარის თამაშების სმარტფონიც დაგვჭირდება… ამიტომაც, Realme 15 Pro-ს Game of Thrones-ის გამოცემას უშვებენ — აქ დრაკონების მოტივებზე აგებულ დიზაინს ნახავთ დამდნარი აქცენტებითა და ცეცხლოვანი ფერებით.

სმარტფონი Realme-მ Warner Bros Discovery-სთან ერთად შექმნა, დებიუტი კი ჩრდილოეთ ირლანდიაში Game of Thrones Studio Tour-ზე შედგება, რათა სერიალის ფესვებს მიაგონ პატივი… მართალია, შიდა მხარე სტანდარტულ 15 Pro-ს იმეორებს, მაგრამ ექსტერიერი და პრეზენტაცია მეტად საინტერესო მითური ელფერითაა მოცული.

მათ შორის გამორჩეულია სითბოსადმი მგრძნობიარე Dragonfire-ის უკანა პანელი, რომელიც ტემპერატურის მატებისას შავი ფერიდან ცეცხლოვან წითელში გადადის — ეს სერიალში დრაკონების დაბადებაზე მიანიშნებს. გარეკანზე დრაკონის დიზაინს ვხედავთ, ოქროსფერი დეკორაციებითა და ტარგარიანების სიტყვებით Fire and Blood.

თავად განყუთვის პროცესი კი მეტად თეატრალურია: ჩათვალეთ, რომ მომხმარებლები მინი ვესტეროსის მოდელს იღებენ, რკინის ტახტის თემატიკის სადგამითა და საკოლექციო ბარათებით, რომლებიც თემატური შეფუთვითაა წარმოდგენილი.

Realme სტარკებისა და ტარგარიანების სახლების UI თემებსაც გვთავაზობს ექსკლუზიური ფონებით, სიმბოლოებით, კამერის ფილტრებითა და მელოდიებით, რათა გულშემატკივრების გამოცდილება ყოველდღიურობაში გადმოიტანოს. თავად კომპანია ამ თემებს Kingdom-სა და Northland-ს უწოდებს.

რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, აქ ჩვეულებრივ Realme 15 Pro-ს ძირითადი მახასიათებლები გვხვდება — 6.8-დიუმიანი AMOLED დისპლეი, Snapdragon 7 Gen 4 ჩიპსეტი, 7000 mAh ბატარეა და გაგრილების სისტემა. როგორც ამბობენ, უკანა კამერა 50-მეგაპიქსელიან Sony LYT-600-ს მოიცავს, რასაც 50-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზაც ემატება. 

რა არის OSI და როგორ უნდა გამოიყენონ ის მარკეტერებმა

მმმ… — Domino-მ რებრენდინგი გამოაცხო