in

GoT-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ (GoT) მერვე სეზონის დამთავრების შემდეგ, HBO-ს დოკუმენტური ფილმი გამოვა. როგორც გამოცემა Variety წერს, მისი პრემიერა 26 შედგება.

ახალ, სრულმეტრაჟიან, დოკუმენტურ ფილმს “Game of Thrones: The Last Watch” ჰქვია და მაყურებელს სერიალის ფინალური სეზონის გადაღებებზე უამბობს. ასევე აჩვენებს, როგორ მუშაობდნენ მსახიობები და გადამღები ჯგუფები მკაცრ კლიმატურ პირობებში.

HBO-ს წარმომადგენლების თქმით, ფილმი იქნება ადამიანებზე, ვინც მთელი ეს ფანტასტიკური სამყარო შექმნა და ბოლოს მასთან განშორება მოუწია.

„სამეფო კარის თამაშების” მერვე, ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა. სწორედ მისი დასრულების შემდეგ იხილავს მაყურებელი დოკუმენტურ ფილმს.

ჰუავეიმ “ჭკვიანი სათვალე” წარადგინა

როგორი იქნება სასტუმრო „ქვევრი“?!