in

გამოწვევა 13-ებისგან: “იმიტომ, რომ გავხდით PUBG Mobile-ის პირველი გუნდი საქართველოდან, რომელმაც მოწვევა მიიღო რეგიონალურ ჩემპიონატზე”

ქართველი გეიმერები მოწოდების სიმაღლეზე არიან. უკვე ორი წელია, რაც PUBG Mobile-ის ქართული გუნდი Club 13 თამაშში აქტიურადაა ჩაბმული და როგორც თავად აღნიშნავენ, ამ დროის მანძილზე მიღწევები აქვთ როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული და ევროპის მასშტაბით – ყოველივე ეს, საკუთარი რესურსებით.

“ამჟამად, გავხდით პირველი გუნდი საქართველოდან, რომელმაც მოწვევა მიიღო რეგიონალურ ჩემპიონატზე, ამ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდება პოსტსაბჭოთა, 12 ქვეყნის, საუკეთესო 32 გუნდი, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს სახელით, გამარჯვების შემთხვევაში გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე ზემოთ ხსენებული, 12 ქვეყნის სახელით,” – ამბობს გუნდის ლიდერი შოთა მექვაბიძე.

გეიმერების თქმით, გუნდს აღარ ჰყოფნის საკუთარი რესურსი, რათა ამ მასშტაბის ტურნირზე მოწინააღმდეგე გუნდებს შესაბამისი სიძლიერით გაუწიონ მეტოქეობა:

“მიზეზი მარტივია, მოწინააღმდეგე გუნდებს ჰყავთ ორი ზოგიერთს სამი ან მეტი სპონსორი რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მათ გუნდებს შეუქმნან ყველანაირი პირობა, კომფორტი, რათა მათ აჩვენონ საუკეთესო შედეგი, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს…

ამ ტურნირზე, ამ ფორმით გასვლის შემთხვევაში, პრაქტიკულად უშანსოდ ვართ მოწინააღმდეგე გუნდებთან შედარებით. გვქონდა დაპირება რამოდენიმე კომპანიისგან, რომლებიც ამ ტურნირზე მოწვევის შემთხვევაში, გახდებოდნენ ჩვენი სპონსორები და უზრუნველყოფდნენ ჩვენს საჭიროებებს, მაგრამ, ტურნირზე მოწვევის მოსვლის შემდეგ რატომღაც “Covid-19” აღმოჩნდა პრობლემა რის გამოც ჯერჯერობით არ შეეძლოთ ჩვენთან ურთიერთობა”.

სპონსორების მოსაპოვებლად, 13-ელებმა გადაწყვიტეს წამოეწყოთ “ჩელენჯი”, სადაც საქართველოში მომუშავე კომპანიებს ჩართვა და გუნდის მსოფლიო ტურნირზე ასპარეზობაში მხარდაჭერა შეუძლიათ:

“გვესმის, რომ ერთი კომპანიისთვის არაა მარტივი რამოდენიმე ძლიერი მობილური დივაისის “ჩუქება” ამ მიზნისთვის, მაგრამ არც თუ ისე რთულია ერთი კომპანიისთვის ერთი დივაისის გამეტება. ჩელენჯის არსიც ზუსტად ესაა: კომპანია რომელიც გადაწყვეტს შეურთდეს ჩვენს მიერ წამოწყებულ კამპანიას, გამოიწვევს მის კონკურენტ მაღაზიას თუ კომპანიას ჩვენი მხარდაჭერისათვის. საერთო ჯამში, საბოლოო შედეგი ჩვენი გუნდის და საქართველოს სახელის შესაფერისი სიძლიერით წარმოჩენა იქნება ჯერ ჩვენს რეგიონში და წარმატების შემთხვევაში მსოფლიო ასპარეზზეც.

კამპანიამ სტარტი აიღო 2020 წლის 18 ნოემბერს, ხოლო დასასრული, ბოლო დღე, 2020 წლის 20 დეკემბერი იქნება. იმედი გვაქვს პროგრამა მინიმუმი (6 ახალი მობილური დივაისი თიმისათვის) ამ მოკლე ვადაში პრობლემა არ იქნება.”

Mastercard წარმოგიდგენთ „მერსედეს ბენცის“ პირველ ციფრულ მოდის კვირეულს, საქართველოში

თორნიკე არეშიძე

თორნიკე არეშიძე (Tokareshka) – #პირველისამსახური