სათამაშო ინდუსტრიაში დიდი სიახლით შემოდის გაჯეტი GameScent, რომლის მიზანიც გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავება და გაუმჯობესებაა. კერძოდ, ღრმა სწავლების ალგორითმებზე დაფუძნებული მოწყობილობა ავტომატურად აგენერირებს იმ სურნელებს, რომლებიც თამაშის სიუჟეტს თუ კონკრეტულ მომენტს შეესაბემება; მოთამაშე კი ისე შეიგრძნობს მათ, თითქოს მართლა იმ რეალობაში იყოს.
უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ჩაშენებული კარტრიჯების შესაბამისი სურნელები ოთახში ულტრაბგერითი ვიბრაციებით გამოიყოფა, რათა ეთერზეთები ჰაერში გაიფანტოს. მაგალითად, ამჟამად მოწყობილობა ექვს ვარიანტს მოიცავს: სროლის, ტყის, აფეთქების, რეზინის წვის, წვიმის და სუფთა ჰაერის სურნელსაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია დამაინტრიგებელია, გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს. მხოლოდ რამდენიმე სურნელით სრული სამყაროს რეალობის აღქმა რთული იქნება — უბრალოდ, კომპანია სურნელოვანი ბიბლიოთეკის გაფართოებას უკვე გეგმავს.
ამჟამად მოწყობილობის შეძენა ამაზონზეა შესაძლებელი, 149,99 დოლარად.