in

GameStop-ის აქციების ფასი მოულოდნელად გაიზარდა

DeepF***ingValue-მ საწყის კაპიტალდაბანდებაში $50 000 დახარჯა, რაც ამ ეტაპზე $47 მილიონად ფასობს

veon
veon

ამბავი, რომელსაც დღეს გიამბობთ, ჰოლივუდურ ბლოკბასტერს მოგვაგონებს – პატარა ბიჭები ამარცხებენ კორპორაციულ ტიტანებს, ამჟღავნებენ მათ ფარისევლობას და პროცესში მდიდრდებიან. თუმცა GameStop-ისთვის სიუჟეტი აქ არ მთავრდება, რომლის აქციების ფასიც Reddit-ზე “დეგენერატების” წყალობით მატულობს.

რა არის GameStop? – GameStop, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე GME-ის სახელით არის ცნობილი, აშშ-ში ვიდეო თამაშების მაღაზიათა ქსელია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიის აქციები სტაბილურად იზრდებოდა, რაც თავდაპირველად აკვირვებდა მის მფლობელებს, რადგან მათი თქმით, დღესდღეობით მარტივი და კომფორტულია ინტერნეტიდან თამაშების გადმოწერა.

ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ GameStop-ის აქციებზე მოთხოვნის ზრდა განპირობებულია ინდივიდუალური, ენთუზიაზმით სავსე ინვესტორების ჯგუფით, რომელთა უმეტესობა  subreddit r/WallStreetBets-ზე არიან თავმოყრილნი. გასულ წელს DeepF***ingValue (DFV) სახელით ცნობილმა პიროვნებამ საწყის კაპიტალდაბანდებაში $50 000 დახარჯა, რაც ამ ეტაპზე $47 მილიონად ფასობს.

ინდივიდუალურ ინვესტორებს, გამდიდრების სურვილთან ერთად სხვა მიზანიც ჰქონდათ – უოლ სტრიტის ინსტიტუციური ინვესტორების “დატროლვა” და დამტკიცება, რომ ისინი ცდებოდნენ, როდესაც GameStop-ის განადგურებას წინასწარმეტყველებდნენ. და შედეგად მართლაც, კომპანიის აქციები მას შემდეგ გაიზარდა, რაც Redditors-ებმა აღმოაჩინეს, რომ უოლ სტრიტის ჰეჯ-ფონდები GameStop-ის აქციების კლებადი ფასის სწრაფად გამოყენებას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალებაც არ მისცეს და პირიქით, ერთიანი ძალებით შეიძინეს აქციები, რამაც მათი ფასი კიდევ უფრო გაზარდა.

“Reddit-მა გააცნობიერა, რომ მას შეუძლია საფონდო ფასის მანიპულირება, რაც შესაძლოა, არასწორი გზით განვითარდეს – წერს Microsoft-ის ანალიტიკოსი. როგორც უოლ სტრიტის ინვესტორები ამბობენ, Redditors-ებმა ეფექტურად უნდა გამოიყენონ შეძენილი აქციები – თუ მათ ახლავე “გაანაღდებენ” მართალია, დიდ თანხას მიიღებენ, მათი შენარჩუნებით და დაგროვებით კი შეუძლიათ, ჰეჯ-ფონდად იქცნენ.

Mechanical Rainbow -“სიყალბისგან დაცლილი უნდა იყო და ამას მსმენელი აუცილებლად იგრძნობს”

1750 ცხენის ძალის SSC Tuatara Hypercar ახალ რეკორდს ამყარებს – 455.283 კმ/სთ!