თამაში God Of War ფლეისთეიშენის პლატფორმაზე ჯერ კიდევ 2005 წელს პირველად წარსდგა გეიმერების სამყაროში და მთელი მსოფლიოს გეიმერების ყურადღება მიიპყრო… ახლა კი თბილისის ქუჩებში სწორედ მასთან დაკავშირებული ბანერი გამოჩნდა — მასზე თამაშის მთავარი გმირები არიან გამოსახულნი და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი საკულტო თამაშის ბანერები გავრცელდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თამაში უკვე ხელმისაწვდომია GameZone-ში და მისი შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
სკანდინავიური საგა გრძელდება
თამაშის სიუჟეტი ასეთია: ატრეუსი ეძებს ცოდნას, რათა ლოკის წინასწარმეტყველება გაიგოს და რაგნაროკში საკუთარი როლი განსაზღვროს. კრატოსმა კი უნდა გადაწყვიტოს, მიჯაჭვული იქნება თუ არა თავისი შეცდომების გამეორების შიშის გამო, თუ სრულიად გათავისუფლება წარსულისგან და ისეთი მამა გახდება, რომელიც ატრეუსს სჭირდება.
ბრძოლის ინსტრუმენტები
Leviathan Axe, Blades of Chaos და Guardian Shield უამრავი ახალი შესაძლებლობით ბრუნდება, როგორც კრატოსისთვის, ისე ატრეუსისთვის. კრატოსის მომაკვდინებელი სპარტული უნარები ისე გამოიცდება, როგორც არასდროს — ის ხომ ღმერთებსა და მონსტრებს შეებრძოლება ცხრა სამეფოში, რათა თავისი ოჯახი დაიცვას.
მთლიანობაში, თამაში კარგ გამოცდილებას ქმნის გეიმერებისთვის, რათა სახიფათო და განსაცვიფრებელ პეიზაჟებში იმოგზაურონ, როდესაც მთავარი გმირები მრავალფეროვან არსებებს აწყდებიან — ურჩხულებსა და სკანდინავიური ღმერთებს.
[R]