in

იაპონიაში სპეციალურად გეიმერებისთვის საწოლი შექმნეს

veon
veon

იაპონურმა კომპანია Bauhutte-მა შექმნა საწოლი გეიმერებისთვის, რომელიც მრავალფუნქციურია და მეტია, ვიდრე საწოლი. მისი დახმარებით შეგიძლიათ თამაში პირდაპირ საწოლიდან დაიწყოთ, რადგან იქვე გექნებათ ორი მონიტორი, სანათი და ტელეფონის დამჭერიც, იმ შემთხვევაში, თუ დაწოლილ მდგომარეობაში ტელეფონის დაჭერისას ხელი გეღლებათ. საწოლის სათავსოებშივე შეგიძლიათ მოიმარაგოთ სასუსნავები და დასალევი. მით უმეტეს, თუ თვითიზოლაციაში ხართ და ვიდეოთამაშებს დიდ დროს უთმობთ. ფაქტობრივად, არ მოგიწევთ საწოლის დატოვება. ეს საჭიროება შეიძლება მხოლოდ აბაზანაში გასვლისას გაგიჩნდეთ.

აღსანიშნავია, რომ გეიმერებისთვის განკუთვნილი საწოლი, ჯერჯერობით, კონცეპტია და სამომავლოდ, 1200 დოლარი შეიძლება ღირდეს.

რომელი ქართული კომპანიები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე?

bank of georgia logo, new

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ახალ ინიციატივაზე აცხადებს