in

რა სარგებელი მოაქვს გეიმინგს სამუშაო სივრცისთვის

ვიდეოთამაშები ბევრ სამუშაო ადგილზე კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება. მენეჯერები ხშირად უარყოფენ მათ, რადგან მიაჩნიათ აქტივობად, რომელიც ცუდად აისახება დისციპლინასა და პროდუქტიულობაზე. კვლევები კი მიუთითებს, რომ თამაშებს შეუძლიათ განავითარონ კოგნიტური, სოციალური და ემოციური უნარები, რომლებიც მეტად რელევანტურია ორგანიზაციული წარმატებისთვის, სულ მცირე ისეთივე დადებითი სიგნალია პოტენციალისა, როგორც სპორტში მონაწილეობა, მოხალისეობა, სამზარეულო და სხვა სახის ჰობი. თამაშების მეშვეობით განვითარებული უნარები სულ უფრო კრიტიკული ხდება, რადგან ორგანიზაციები აწყდებიან კომპლექსურ, სწრაფად ცვალებად გარემოს. დროა, შევცვალოთ მოძველებული დაშვებები და მივიღოთ ის ღირებულება, რომელიც თამაშებს შეუძლიათ შეიტანონ სამუშაო ადგილზე და ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად.

მაგალითად, სამაგიდო თამაშები ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციასა და ინტელექტის ჩართულობას. ისინი ასევე ხელს უწყობენ ბალანსს კონკურენციასა და თანამშრომლობას შორის.

სამაგიდო როლური თამაშები (TTRPGs), როგორიცაა Dungeons and Dragons (D&D), ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას, კრეატიულობას, გუნდურ მუშაობას, ემპათიასა და სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც სასარგებლოა მომავლის სამუშაო ძალისა და მისი ლიდერებისთვის. TTRPGs თავისი ბუნებით კოლაბორაციულია და ამგვარად თავს არიდებს პოტენციურ კულტურულ პრობლემებს.

მიუხედავად იმ ყველა ნეგატიური შეფასებისა, რაც ვიდეოთამაშებმა წლების განმავლობაში მიიღო, ბოლოდროინდელი კვლევების მიმოხილვა გვამცნობს, რომ მათ შეუძლიათ განავითარონ კოგნიტური უნარები – უფრო სწრაფი რეაქციის დრო და დამუშავების სიჩქარე, გაუმჯობესებული მეხსიერება და ა.შ. ასევე წვლილი შეიტანონ სტრესის მართვაში.

აქ მოცემულია რამდენიმე რაც, რაც მენეჯერებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ უფრო ინკლუზიურები იყვნენ გეიმერების მიმართ სამუშაო ადგილზე:

ჰკითხეთ პოტენციურ დასაქმებულებს მათი თამაშის გამოცდილების შესახებ და ურჩიეთ, განიხილონ, თუ როგორ შეიძლება ამან დაამატოს ღირებულება ორგანიზაციას.

მოსწონთ თქვენს თანამშრომლებს აქტივობები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ სპორტს, არამედ თამაშსაც? თქვენი მხრიდან თამაშის პირდაპირმა ხსენებამ უნდა მისცეს ბიძგი გეიმერს, რომ თავი გაამჟღავნოს. ჰკითხეთ, ფიქრობენ თუ არა, რომ მათ თამაშის გამოცდილებას აქვს კავშირი სამსახურთან. თუმცა, გაითვალისწინეთ, ეს შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ნამდვილად უფიქრიათ ამაზე – განსაკუთრებით თუ ამ დრომდე სტიგმატიზებული იყვნენ მშობლების, მასწავლებლების და სხვა დამსაქმებლების მიერ. ასე რომ, გამოიჩინეთ მოთმინება და თანაგრძნობა, როცა ისინი თავიანთ პასუხზე იწყებენ ფიქრს. კვლევა გვეუბნება, რომ ეს სავარჯიშო თავისთავად მნიშვნელოვანია. თავიანთი თამაშის გამოცდილების გააზრებით, ადამიანებს შეუძლიათ გაამყარონ ეს კავშირები და სამუშაოს პროცესში სასარგებლოდ გამოიყენონ.

მნიშვნელოვანია თამაშის შესახებ საუბრების ნორმალიზება სამუშაო ადგილზე

ჩვენი მიზანი უნდა იყოს გვქონდეს სამუშაო ადგილი, სადაც წყლის აპარატთან მეტი საუბარი იქნება D&D-ის ოპტიმალური პერსონაჟების შექმნაზე, League of Legends-ის სტრატეგიებზე და ა.შ.

სპორტზე დაფუძნებული სოციალური და გუნდის შემაკავშირებელი აქტივობების გარდა, მენეჯერებს სამუშაო ადგილზე შეუძლიათ მოაწყონ თამაშების საღამოები ან განიხილონ D&D-ზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების იდეა. პოტენციური პირადი სარგებლის გარდა, ეს ფორმალიზებული ორგანიზაციული აქტივობები იმუშავებენ თამაშთან დაკავშირებული საუბრების ნორმალიზებაზე, წაახალისებენ გეიმერებს იყვნენ ბუნებრივები და დიდ წვლილს შეიტანენ სამუშაო ადგილზე თამაშის დესტიგმატიზაციაში.

იხელმძღვანელეთ მაგალითით

ლიდერობა დიდი ხანია კულტურული ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კვლევა ასევე გვეუბნება, რომ მხარდამჭერი მენეჯერები მნიშვნელოვანი ფაქტორია სტიგმატიზებული ინდივიდების წასახალისებლად. ამგვარად, მათ უწყობენ ხელს იყვნენ ბუნებრივები და მიაღწიონ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ლიდერს არ სჭირდება იყოს გეიმერი იმისათვის, რომ განათლება მისცეს თანამშრომლებს თამაშთან დაკავშირებული უნარების მნიშვნელობის შესახებ ან თამაშის შესახებ საუბრების „ნორმალიზებაში“ დაეხმაროს.

თუ თქვენ გეიმერი ხართ, ისაუბრეთ თამაშებზე წყლის აპარატთან. გამოიტანეთ სამაგიდო თამაში სადილის დროს, ხოლო თუ არ ხართ გეიმერი, იქნებ, სჯობს ცადოთ?

წყარო: HBR



ინოვაციური ღვედი მკერდმოკვეთილი ქალებისთვის და Ford-ის კამპანია, რომელიც მათ მოგზაურობას ასახავს

Google საძიებო შედეგებს AI-ით დაახარისხებს