in

„მისია შესრულებულია!“ – როგორ გააცოცხლა Kraken-მა ვიდეოთამაში „არარეკლამურ“ რეკლამაში

თუკი ამ ვიდეოს უკვე არაერთხელ უყურეთ, ე.ი. მისია შესრულებულია. „არარეკლამური“ თავგადასავალი, რომელიც სააგენტო Kraken-მა ვიდეოთამაშის სიუჟეტის სახით გადმოგვცა, სინამდვილეში, ყველას გამოგვიცდია, ვისთვისაც მანქანის პროფილაქტიკაში მიყვანა მისიის შესრულებასთან ასოცირდება. ასევე, შეუძლებელია ვერ იცნოთ ვიდეოთამაშისთვის დამახასიათებელი ხელწერა, რომელიც ასე ოსტატურად გააცოცხლა შემოქმედებითმა გუნდმა. ძალიან პატარა დეტალებშიც კი ამოიცნობთ კრეატიულ ხელწერას, ვიდეოთამაშისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ სტილს, მოძრაობებსა და ფონტსაც კი, რომელზეც Marketer.ge-ის გრაფიკოსმა დიზაინერმა სოსლან სანაკოთიმ იმუშავა.

„ვიდეორგოლი „ამბოლის“ ზამთრის კამპანიასთან დაკავშირებით შემუშავდა. გვინდოდა, ეს ნამუშევარი გრძელვადიანი საკომუნიკაციო კამპანიის კარგი დასაწყისი ყოფილიყო და გარკვეულწილად, საკომუნიკაციო ხელწერაც ჩამოეყალიბებინა – სტილის, tone of voice-ის თუ ესთეტიკის კუთხით და ბრენდი არქეტიპულად გამოეხატა,“ – გვიამბო შემოქმედებითმა გუნდმა.

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ვიდეორგოლი, სანამ Kraken-ის კრეატივ დირექტორი ალექსანდრე ქოქოსაძე კადრს მიღმა გვამოგზაურებს, ნახეთ და შეაფასეთ:

M: როგორ მიხვედით სარეკლამო კამპანიის „არარეკლამურობამდე“? 

გვინდოდა, სტანდარტული რეკლამის იდეიდან გადაგვეხვია და შეგვექმნა ვიდეორგოლი, რომელიც ამავდროულად იქნებოდა მიმი. ტიკტოკზე ხშირად ვაკვირდებოდით ტრენდს, როდესაც ტიკტოკერები თამაშის სიტუაციების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას ცდილობენ. გადავწყვიტეთ ეს ხაზი უფრო მაღალი ხარისხის მიმის სახით გადმოგვეტანა რეკლამაში.

კამპანიის კონცეფცია ჩვენივე რეალობიდან გამომდინარე შემუშავდა. როცა მანქანა გვყავს მოსაწესრიგებელი, ყოველდღიურ საუბარში ხშირად ვამბობთ, რომ „მისიაზე ვართ წასასვლელი“. ბევრისთვის ეს ძალიან რთული, ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, ამ დროს კი, არსებობს კომპანია, რომელიც გეუბნება, რომ „მანქანის მოვლა ჩვენი მისიაა“ და თავს გარიდებს უცნაურ სიტუაციებს, რაც მისიად წარმოგიდგენია ხოლმე.

ჩავთვალეთ, რომ ეს არ იქნებოდა კლასიკური სახის რეკლამა და ისე, გასართობადაც უყურებდნენ ადამიანები. რეალობაში, სადაც ჭარბად გვხვდება რეკლამა, სწორედ ეს მივიჩნიეთ საინტერესოდ, რომ ისეთი კონტენტი შეგვექმნა, რომელიც „რეკლამური“ არ მოგეჩვენებოდა. ამისათვის რეალურ ინსაითებს გავყევით. წარმოვიდგინეთ, ერთგვარი user persona, რომელსაც ჰყავს მანქანა და სჭირდება მისი ზამთრისათვის მომზადება. მხატვრული სიუჟეტის მიუხედავად, ვფიქრობ, შინაარსი დოკუმენტურ დეტალებზეა აგებული, იმ მოვლენებზე, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი გადის ავტომობილის მოწესრიგების პროცესში. რამდენჯერ ყოფილა, რომ ადგილზე მისულს არ დაგხვედრია რაღაც პროდუტი და მარაგის შევსებას დიდი დრო უნდა? ისეც ხომ ხშირად ყოფილა, როცა საათობით გვიცდია ჩვენი რიგისთვის?

M: ვიდეორგოლში ბევრია ისეთი მეორეხარისხოვანი დეტალი, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ ხვდები, რამდენად საგულდაგულოდაა ნაფიქრი. ამ ნაწილზე როგორ იმუშავეთ?

ყველაზე მთავარი იყო, რომ თამაშის პრინციპი სრულად ქართულ რეალობაზე ყოფილიყო მორგებული. მაგალითად, ქუჩის ბირჟა, ქართული ტიპაჟები, ქართული კომენტარებით. ასევე, მაღაზიის სახელები სერGO და ნონSTOP – გვინდოდა თამაშის ხასიათი ქართულ მოტივებზე ყოფილიყო აგებული.

სწორედ ამ უამრავი დეტალის გამო, ძალიან რთული იყო ერთდროულად გადაკონტროლება, რომ ყველაფერი დროულად და თავის ადგილას ყოფილიყო. სწორედ ამ მცირე დეტალებმა შექმნა რგოლი.

M: გვერდს ვერ ავუვლით ქორეოგრაფიას – მსახიობების მოძრაობები თამაშში ყოფნის განცდას ამძაფრებს…

მსახიობები მოძრაობის თეატრიდან და პანტომიმის თეატრიდან შევარჩიეთ, ასევე, მოვიწვიეთ ბრეიქდენსერები. თავად მთავარი გმირი, როიალი, არც კი მოგვიმზადებია – როგორც აღმოჩნდა, ბავშვობიდან მოსწონდა ასეთი მოძრაობების კეთება, სწორედ თამაშის შთაგონებით. ჰიპ-ჰოპ კომპოზიციაც, რომელიც ვიდეოში დასაწყისსა და ბოლოში ისმის, როიალთან ერთად ჩავწერეთ. ყველა პერსონაჟი პროფესიონალი მსახიობია, რომლებმაც რეჟისორის მიერ ზუსტად მიცემული დავალებები სრულყოფილად შეასრულეს.

M: როგორ გაიშლება ვიდეორგოლი საკომუნიკაციო არხებში?

გვინდა, ამ ვიდეოსგან ბევრი სხვა კონტენტი შევქმნათ, GIF-ების სახით, რომელსაც ისედაც, ყოველდღიურ კომუნიკაციაში გამოიყენებს აუდიტორია. ვგეგმავთ, რომ ტიკტოკს მოვარგოთ და მისთვის დამახასიათებელ კონტენტად შევკრათ.

 

CREDITS:
Client: ამბოლი Amboli
Chief Marketing officer: Tornike Topuria
PM: Mariam Makaradze, Tatia Khuskivadze Digital: Mariam Beqtashashvili
Agency: Kraken
Creative Director: Aleqsandre Kata Kokosadze
Art Director: Ana (dao) Mamulashvili
Creative Team Lead: Nina Sartania
Copywriters: Ekuna Tkeshelashvili, Mariam Chkonia
Motion Designer: Saba (Spike) Fruidze
Design Lead:Ani Tsindeliani
Illustrator: Giorgi Kachkachishvili
Advertiser:Lika Arutinova
Production Company: Common Ads
Director: Tevdore Gogoladze
DoP: Temo Matcharadze
Executive Producer: Giorgi Samsiani
Production Designer: Kato Gelashvili
Art Department: Kato Gelashvili, Tiko Imnadze
Wardrobe Stylist: Kato Gelashvili
MU: Nanuka Lavrelashvili
Transportation: Avtandil Kokaevi
Set Manager: Oso Avto Kokaevi
Set PA: Giorgi Roinishvili, Giorgi Barbaqadze
Focus Puller: Goga Karbelashvili
Cameramen: Bacho Budu Iakobidze, Davit Oqropiridze
Rail: Beso Lomsadze, Marlen Maisuradze
Steadicam: Temo Matcharadze
Gaffer: Levan Sumbatashvili
Lightening Operator: Giorgi Chubinidze, Shota Khijakadze, Jorje Karichny
Boom operator: Tornike Bukhrashvili
Music/Beat: HaruTune Production
Song: Royal Godwin
Graffiti Artist: Disco
Font:
Soslan Sanakotti, Davit Kupatadze
Cast
Leading actor: Royal Godwin
Nona: Ia Vakhania
Sego: Lasha Lobaqidze
babulikebi: Nukia Tchavtchanidze, Tornike Babukhadia, Vaso Kiparoidze
Supporting actress: Mariam Induashvili
Supporting actor: Irakli Bigvava
Amboli Service Manager: Ani aladashvili
Special thanks to:
firmscars_in_Georgia
Zura Ortavidze
Tornike Turiashvili
Nika mkervalishvili
Mad Fox Custom
Vera Tokhadze
Aleko Altunashvili

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„დეკა დეველოპმენტი” – ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც „ანაგისა” და „ჯითისის” ძალისხმევით შეიქმნა

ბაზისბანკის „მეგო ბარათი“ ბაზარზე ახალი დიზაინითა და პირობებით დაბრუნდა!