in

რა იქნებოდა, გეიმერები რომ მუსიკოსები იყვნენ? – ნახეთ, ორკესტრირებული ექსპერიმენტი

შესაძლებელია, რომ გეიმერებისთვის დამახასიათებელი უნარების საშუალებით, კლასიკური მუსიკა შეიქმნას? რა იქნებოდა, გეიმერები რომ მუსიკოსები ყოფილიყვნენ, ხოლო თამაში – ინსტრუმენტი? სწორედ ასე წარმოიდგინა კომპიუტერული თამაშებისა და ტექნოლოგიების მწარმოებელმა შვედურმა კომპანიამ Webhallen თამაშების სამყარო და სააგენტოსთან The&Partnership Nordics, Stockholm ერთად, ჩაატარა ექსპერიმენტი, სახელწოდებით Webhallen Orchestra. გეიმერები ერთ სცენაზე განათავსეს და ყოველი მოთამაშისა და თამაშისთვის დამახასიათებელი ხმების მიხედვით, კლასიკური ნაწარმოები შეასრულეს.

BOG

Netflix-ის ფილმ „შუმახერის“ პრემიერასთან დაკავშირებით, 3D-მურალი შეიქმნა

ნახეთ: 2021 წლის ასტროფოტოგრაფიის კონკურსის რამდენიმე გამორჩეული კადრი