in

ბერლინის ღამის კლუბები, ზამთრის დღეებში, უსახლკაროებს შეიფარებენ

ბერლინში ზამთარი თანდათან მკაცრდება და ღამის გარეთ გატარებაც გაუსაძლისი ხდება. ამიტომ, ქალაქის ღამის კლუბებმა უსახლკარო ადამიანების დახმარება გადაწყვიტეს.

Electronic Beats-ის ინფორმაციით, ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგის რაიონში ორი კლუბი: Astra Kulturhaus და Bi Nuu უსახლკაროთა დახმარების პროგრამას იანვარსა და თებერვალში აამოქმედებენ. ყოველი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს ორივე კლუბი, ჯამში, რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიფარებს. tagesspiegel-ის ცნობით, ბერლინის საკლუბო სცენის წარმომადგენლები უსახლკაროთა დახმარების პროგრამას, სახელწოდებით, Berliner Kältehilfe, რომელიც ზამთარში ამ ადამიანების თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველსაყოფად მუშაობს, ამგვარად შეუერთდნენ. 

როგორ შეიძლება ბევრს ჭამდეთ და არ სუქდებოდეთ – მეცნიერების მიერ ნაპოვნი „გამოსავალი“

რას არ გვპირდება „ლიკანი“? სახალისო გზავნილი კონკურენტებსა და მომხმარებელს