in

მორჩა, ღამით საჭმელს ვეღარ შეჭამთ!!!

ტკბილეულის მოყვარულები თავს იმით იმართლებენ, რომ არ შეუძლიათ გაჩერება და თუ სადმე ტკბილეული დევს აუცილებლად უნდა შეჭამონ.

ზოგს ღამით ჭამა უყვარს და იშვიათად თუ ახერხეს თავის შეკავებას. ზოგი ბევრ დროს უთმობს კომპიუტერს ან ტელევიზორს და არ იცის,  როგორ გადაიტანოს სხვა რამეზე ყურადღება.

ახალი პროდუქტი “Kitchen Safe”, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, სამზარეულოს კონტეინერია. ჩვენთვის ნაცნობი უბრალო კონტეინერებისგან კი იმით განსხვავდება, რომ ტაიმერზე მიმაგრებული ჩამკეტი მექანიზმი გააჩნია. საკმარისია მივუთითოთ დრო და საკეტი იკეტება,  სანამ დრო არ გავა მისი გაღება შეუძლებელია.

დროის დაყენება 1 წუთიდან 10 დღემდეა შესაძლებელი. იმის გარდა, რომ კონტეინერში საჭმლის შენახვა შეიძლება, მასში სხვადასხვა ნივთების მოთავსებაც შეგიძლიათ.

მაგალითად:  თქვენი შვილის სათამაშო ჯოისტიკის, სიგარეტის და ა.შ.

სამზარეულოს სეიფის ოფიციალური საიტი -> thekitchensafe.com

 

მოეფერეთ ერთმანეთს სიშორის მიუხედავად

ახალი კამპანია “კასტელ ჯორჯიასაგან”