სულ მალე, მსოფლიო სპორტის მთავარი მოვლენა – ზაფხულის ოლიმპიადა გაიმართება, რომელსაც წელს პარიზი მასპინძლობს. წლევნანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს 28 სპორტსმენი წარადგენს, რომლებიც ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შეეცდებიან.
აბა შენ იცი! – ეს ლიდერსპორტის ახალი კამპანიაა, რომელიც ქართველი ოლიმპიელების გასამხნევებლად შეიქმნა. კამპანიის მთავარი მიზანია გულშემატკივრების ხმა და კეთილი სურვილები ოლიმპიელებს მიაწვდინოს და პარიზში გაატანოს.
წარმატებას ვუსურვებთ ქართველ ათლეტებს, ვამხნევებთ ბოლო წამამდე და კიდევ ერთხელ მივმართავთ, რომ გვეამაყება თითოეული მათგანი! – თუ თქვენც უერთდებით კამპანიის მთავარ სათქმელს, მაშინ ჩვენი ოლიმპიელების საჯაროდ მხარდაჭერას უკვე სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე შეძლებთ.
დღეიდან ყველა მსურველს შეუძლია ეწვიოს საიტს – abashenici.com, ატვირთოს საკუთარი სათქმელი – ფოტო, ვიდეო და ტექსტის სახით და პარიზი 2024-ზე გაატანოს საკუთარი გამხნევება სპორტსმენებს.
ატვირთულ გამხნევებებს ჩვენი ოლიმპიელები პირადად გაეცნობიან და ერთგული გულშემატკივრის ხმას პარიზში წაიღებენ, სადაც მთელ სამყაროს კიდევ ერთხელ ეტყვიან საკუთარ სათქმელს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატება ქართველ სპორტსმენებს. აბა შენ იცი საქართველო!
[პარტნიორის კონტენტი]