in

გამოანათე – ლეო ინსტიტუტის სემინარი პიროვნული განვითარებისთვის

რამდენჯერ ყოფილა, რომ მოგზაურობის, რაიმეს გაკეთების, ახალი წამოწყების, სწავლის ან თუნდაც სიყვარულში გამოტყდომის სურვილი გაგჩენია, მაგრამ ეს სურვილი მალევე გაგინელებია შენივე ფიქრებით: “რა სისულელეა,” “უარს მეტყვის,” “არ გამომივა,” “არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა,” “სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს,” “ახლა ამის დრო არ არის.”

კიდევ რას დაამატებდი?

თითოეულ ჩვენგანში უსაზღვრო შემოქმედებითი ენერგიაა – ცხოვრების შემოქმედების ენერგია, თითოეული მომენტის ისეთად შექმნის ენერგია, როგორიც ჩვენს გულს გაუხარდება. მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ისეთი ფიქრი, რომელიც გვართმევს რესურსს და დროს, გავბედოთ, გავაკეთოთ, დავიწყოთ, გადავწყვიტოთ, ავირჩიოთ, გამოვანათოთ.

წლის დასაწყისიდან გეგმაში მქონდა, რომ სპორტ-დარბაზში სიარული დამეწყო. ხან რა მოვიმიზეზე და ხან რა – “დრო არ მაქვს”, “სამსახურის მერე ვერ მივასწრებ”, “ცოტა მეზარება”. არადა, ჩემი შინაგანი ხმა მკაფიოდ მეუბნებოდა, რომ აქტიური ფიზიკური ცხოვრება მჭირდება. ხოდა ამას წინად, დაახლოებით 10 დღის წინ, უბრალოდ მივედი ერთ-ერთ სპორტ-დარბაზში და აბონემენტი ავიღე. ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში მქონდა, მაგრამ უკვე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გონების სიჯიუტე გადავლახე და ვაკეთებ იმას, რაც ამდენი ხანია მინდოდა. – დაჩი იმედაძე, “გამოანათეს” მონაწილე.

გამოანათელეო ინსტიტუტის ერთდღიანი სემინარია, რომლის მიზანია, ვისწავლოთ როგორ გადავიდეთ გარემოებების, სხვა ადამიანების და საკუთარი შიშების გავლენის მდგომარეობიდან რესურსულ და შემოქმედებით მდგომარეობაში, სადაც საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს გამოხატოს, მიყვეს და რეალობად აქციოს სურვილები.

სემინარი 19 ივნისს შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდება. რეგისტრაციისთვის, მიყევი ბმულს: www.gamoanate.com და გამოანათე!

[პარტნიორის კონტენტი]

„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრი თბილისში

12 ბიზნესიდეა, რომელმაც შარქ თენქ საქართველოს მეორე სეზონში გაიმარჯვა!