ქალბატონების მაცდური მზერა სარეკლამო სფეროს განუყოფელი ნაწილია. Magnum-ის ნაყინის ვიდეორგოლის გადასაღებად ესპანურმა სარეკლამო სააგენტომ LOLA MullenLowe ჯუნგლების თითქმის ყველა მშვენება გამოიყენა. სარეკლამო რგოლში პანტერა, ბიზონი, ვეფხვი, ლომი, არწივი, ზვიგენი და ფაუნის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი იწონებს თავს.
სააგენტომ ნაყინის ბრენდისთვის მედიდური იმიჯის შესაქმნელად მონაწილე ქალბატონებიც შესაბამისი შეარჩია. ვიდეორგოლში, სახელწოდებით “გამოათავისუფლე მხეცი”, ნაყინთან ერთად მოსიარულე ლამაზმანებს თან ველური ბუნების წარმომადგენლები დაჰყვებიან. წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ბიზონი, მაღაზიის ვიტრინასთან აყმუვლებული მგელი და ტროტუარზე მოსიარულე პანტერა მართლაც საუცხოო სანახაობას ქმნიან.
https://www.youtube.com/watch?v=wiCvL3arnps