14 ივნისს თბილისში გერმანელი მხატვარის კრისტოფერ მალტსის გამოფენა-მასტერკლასი გაიმართება.
კრისტოფერ მალტსი ბერლინში მოღვაწე ხელოვანია. მისი ნამუშევრები გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ინგლისის, ჩეხეთის, ბელგიის საგამოფენო სივრცეებს აქტიურად იკავებს.
გამოფენა-მასტერკლასის ორგანიზატორი JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი გიორგი პოპიაშვილია.
კრისი გერმანიაში გავიცანი. ის მოწვეული სპიკერი იყო სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი. ლექციამ შეუდარებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას შემდეგ კრისთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
თვითონ ამბობს, რომ არ უყვარს მას საკუთარი შემოქმედების კლასიფიცირება, სტილის განსაზღვრა. თეორიულადაც ძნელია, როდესაც მის მრავალფეროვან და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ შემოქმედებას უყურებ.
ვფიქრობ, სჯობს, პიროვნებაზე გითხრათ მეტი, ვიდრე ნამუშევრებზე, რადგან მისი შემოქმედება არ არსებობს თავად კრისის გარეშე. ის შემოქმედია ამ სიტყვის კლასიკური და ყველაზე ღრმა გაგებით. ვინც მის ტილოებს თუ ინსტალაციებს მხოლოდ გამოფენაზე ნახულობს, ვფიქრობ, ვერასოდეს გაიგებს ამ ადამიანის და მისი შემოქმედების სრულ შინაარსს, ხედვას და აზრს. ის კონცეპტუალურად უარყოფს სოციალურ პლატფორმებს და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას საკუთარი თავის პრომოუშენისათვის.
პირადი, ახლო კონტაქტი, მისი შემოქმედების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ, ასეთი “ციფრულად ასოციალური” დამოკიდებულებისა მის სახელს ნაკლებად იცნობენ. თუმცა, მას ყურადღება და აღიარება ნამდვილად არ აკლია იმ ხალხისგან, ვისაც “ციფრული ნაგვით” დაბინძურებულ თანამედროვე გარემოში კიდევ შემორჩათ ნამდვილი და გულახდილი შემოქმედების შეფასების უნარი.
ვფიქრობ, 14 ივნისს ყველა უნდა დაესწროს კრისის გამოფენა-მასტერკლასს. არა მარტო მის ნამუშევრებთან, არამედ კრისის გასაცნობად. ცხოვრება აღარ იქნება იგივე ამ ადამიანის გაცნობის შემდეგ. ვიცი, ძალიან ხმამაღალი განაცხადია. თუმცა, არ მეშინია ზედმეტი მოლოდინის გაჩენის“ – ამბობს გიორგი პოპიაშვილი.















