„პროტესტის პარალელურად“ – ამ თემით, 16 იანვარს, პავლე ინგოროყვას ქ.20-ში გაიხსნება გამოფენა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
„მოგეხსენებათ, 45 დღეზე მეტია, საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მათ შორის სახელოვნებო სივრცე გაერთიანებულია სამართლიანობისა და ცვლილებებისთვის ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება, სახელოვნებო სივრცეების და არტისტების მხარდასაჭერად საჭიროა ქმედებების დაწყება,“ – გვამცნობს გამოფენის ანონსი.
გამოფენა „პროტესტის პარალელურად“ არის გამძლეობის ძლიერი მანიფესტი, სივრცე, სადაც მონაწილე არტისტები ეხმიანებიან ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობებს და შემოქმედებით წარმოაჩენენ ჩვენს კოლექტიურ პოზიციას.
მონაწილეები: ლიკა ერისთავი, FZGG, მაკო ლომაძე, საბა მჟავანაძე, თედო რეხვიაშვილი, ირაკლი ტოკლიკიშვილი, იოანა წულაია.
გახსნა 16 იანვარს იქნება, 16:00 საათზე, პავლე ინგოროყვას ქ.20
გამოფენა გაგრძელდება 9 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, ორშაბათის გარდა 14:00-19:00