რამდენიმე დღეში საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ალბათ ისე არაფერი გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, როგორც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა. ზუსტად ამიტომ, ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ბანკის ინიციატივით დაწყებული კამპანია “გამოფინე დროშა” 26 მაისის თანმდევ მოწოდებად იქცა..
წლიდან წლამდე არ იცვლებოდა ბანკის მიერ გადაღებული ვიდეორგოლების მუხტი, ემოცია თუმცა, იცვლებოდნენ მთავარი გმირები.
მოდით ერთად გადავავლოთ თვალი საქართველოს ბანკის განვლილი წლების ვიდეოებს:
საქართველოს ბანკმა დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოში აქცენტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებზე და მათ შეგრძნებებზე გააკეთა. თაობაზე, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან მომენტებს არ შესწრებია, თუმცა, უფროსი თაობისგან გადმოცემულ ამ სიმამაცის, ტკივილისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიებს საკუთარ გულში ინახავენ, თავისებურად იცავენ და ყოველდღიურ მრავალფეროვნებაში ამჟღავნებენ. სწორედ ამ ვიდეოთი, საქართველოს ბანკს სურდა ეჩვენებინა თაობებს შორის ემოციური კავშირი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვაერთიანებს.
2023 წლის ვიდეოში კი ეპიცენტრი არა რომელიმე კონკრეტული გმირი, არამედ თავად დამოუკიდებლობის სიმბოლო – ხუთჯვრიანი დროშა გახდა, რომელსაც თითოეული ადამიანი თავისებურად ატარებს.
სულ რაღაც ერთ წუთსა და რამდენიმე წამში საქართველოს დროშამ 20-ზე მეტ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტ ქალაქში, ასობით სხვადასხვა გამოხატულებასა და 1000-მდე გამოსახულებაში – ჰიმალაიდან ქუთაისამდე, ოლიმპიადიდან მულტფილმამდე, სცენიდან ტატუმდე გრძელი გზა გამოიარა და ყველა ერთი გრძნობის ქვეშ გააერთიანა.
ვიდეორგოლში დროშა კამპანიის გულია, დოლი გულისცემაა, რომელიც დროშის მოგზაურობის რიტმს ქმნის და გამოსახულებების თანმიმდევრობას გვკარნახობს. კამპანიის მთავარი იდეა კი ისაა, რომ ქვეყნის სიყვარული დიდი ძალაა, რომელსაც მრავალი განსხვავებული ადამიანის გაერთიანება შეუძლია. და როდესაც ასე ხდება, მაშინ ვართ ჩვენ შეუჩერებლები. რაც გვაერთიანებს — არ გვაჩერებს!
კიდევ ერთი ვიდეორგოლი, რომელიც ბანკმა დროშის გადმოფენასთან დაკავშირებით მოამზადა მთელს ქვეყანას გვახსენებდა ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ ვინც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა წარმოადგენდე, როგორი ცხოვრების სტილსაც არ უნდა ეწეოდე და რისიც არ უნდა გჯეროდეს, ჩვენ ყველას ქართველობა გვაერთიანებს. „ამ ვიდეოთი ჩვენ ამაყად ვზეიმობთ პატრიოტიზმს და ასევე მრავალფეროვნებას, რომლის გარეშე ცხოვრება ძალიან უხალისო და მოსაწყენი იქნებოდა“,
[პარტნიორის კონტენტი]