in ,

გამოფინე დროშა შენს კედელზე – საქართველოს ბანკის კამპანია #26მაისი

სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ხშირად ის თვითონ ქვეყნის სიმბოლოდაცაა ქცეული. ყველა ქვეყანას თავისი ინდივიდუალური დროშა და მასთან მოპყრობის ეტიკეტი აქვს, თუმცა საქართველოში დროშასთან მოპყრობის წესები ფართო მასებისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური, დროშაზე აქცენტირებული კამპანია წამოიწყო, რომელსაც „გამოფინე დროშა შენს კედელზე“ ჰქვია.

საქართველოს ბანკმა თანამშრომლებს კითხვით მიმართა: თუ რა არის მათთვის დამოუკიდებლობა. ყველა პასუხმა თავი ერთ ვიდეოში მოიყარა, რომელიც დამოუკიდებლობის დღის საიმიჯო რგოლად იქცა.

კამპანიის მთავარი მიზანი ქართულ რეალობაში ახალი ტრადიციის დამკვიდრებაა, რომელიც ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გარკვეული ინსტრუქციების დაცვის შემდეგ საკუთარ კედელზე დროშის გამოფენას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა საიტი 26maisi.ge, რომელზეც დროშასთან მოპყრობის ეტიკეტია განთავსებული. თუ თქვენ საკუთარი დროშის კედელზე გამოფენას გადაწყვეტთ, აუცილებლად ეწვიეთ საიტს და კარგად გაეცანით ინსტრუქციებს. ხოლო თუ დროშა არ გაქვთ, სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისთვის შექმნილი აპლიკაციით მარტივად შეძლებთ დროშა თქვენი facebook-ის ვირტუალურ კედელზეც
გამოფინოთ.

საქართველოს ბანკი ჩვენ ყველას მოგვიწოდებს ხელი შევუწყოთ ახალი ტრადიციის დამკვიდრებას და 26 მაისს ერთად გამოვფინოთ ჩვენი ეროვნული დროშა არა მარტო სახლის, არამედ facebook-ის კედელზეც.

BOG-credits

PlayWrite – ბავშვებზე და მოზარდებზე ორიენტირებული თერაპიული ეფექტის მქონე პროგრამა

რა ხდება თეატრის კულისებს მიღმა? – Wichmann/Schmidt–ის ნამუშევარი