in

გამოიყენე შენი ძალა! – დედამიწის საათი 2015 საქართველოში

დედამიწის საათიოთხშაბათს, 25 მარტს, 12:15 საათზე, გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. #9, მრგვალ ბაღთან) გაიმართა გაერთიანებული პრეს–კონფერენცია დედამიწის საათის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით.

პრეს–კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ:

  • ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
  • ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში
  • ნანა ჯანაშია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN აღმასრულებელი დირექტორი
  • გიორგი სანადირაძე, WWF კავკასიის რეგიონული დირეცქტორი

საქართველო წელს მეშვიდედ აღნიშნავს დედამიწის საათს, ყველაზე ფართომასშტაბიან მსოფლიო კამპანიას პლანეტის დასაცავად. დედამიწის საათის აღნიშვნა ტრადიციულად აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს.

დედამიწის საათის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება მრგვალ ბაღში, გაეროს სახლის წინ, შაბათს, 28 მარტს, 20:00 – 22:00.

შემოგვიერთდით დედამიწის საათის აღსანიშნავად. გამორთეთ სინათლე ერთი საათით შაბათს, 28 მარტს, და გამოიყენეთ თქვენი ძალა დედამიწის დასაცავად!

ქუჩას “კიბო” აღმოაჩნდა

მთავარია არ წაასწრონ! შიმპანზეები Swiss Capital-ის “სწრაფ” რეკლამაში! [EXCLUSIVE]