in

10 ციფრული ხელსაწყო გამოკითხვის ჩასატარებლად

კომპანიებში გამოკითხვის ფორმა ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტია და ამიტომ მისი ინტეგრირება ხშირად ხდება სამუშაო პროცესებთან. უმეტესწილად, ყველა Google Forms-ს მიმართავს, მაგრამ არსებობს სხვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულებიც. 

ამ სტატიაში სწორედ ამ ფორმებს მიმოვიხილავთ:

  1. HubSpot Free Online Form Builder

მას აქვს კითვების შეუზღუდავი რაოდენობა. ამ ხელსაწყოს საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ გამოკითხვები, რომლებიც ავტომატურად გადაიტანს მომხმარებლის მონაცემებს პირდაპირ თქვენი ვებსაიტის CRM-ში.

რედაქტორის გამოყენებით შეგიძლიათ კითხვების პერსონალიზება და უკვე არსებული კითხვებიდან სასურველის არჩევა. შეგიძლიათ, ფორმა დააინტეგრიროთ საიტთან. მას აქვს საკმაოდ მარტივი ინტერფეისი და მრავალი შაბლონი, რომლის მოდიფიცირებაც თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ.

  1. SurveyMonkey

SurveyMonkey კარგი ვარიანტია მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც ნაკლები კლიენტი ჰყავთ, რადგან მისი უფასო ვერსია საშუალებას იძლევა, თითოეულ გამოკითხვაში მხოლოდ 10 კითხვა მოთავსდეს. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით გამოკითხვების შექმნა მარტივი და ინტუიციურია. მისი გაზიარება მარტივია ბმულის მეშვეობით და პატარა კოდის კოპირებით ვებსაიტთან მიმაგრებაც არაა რთული.

კითხვებისა და პასუხების რაოდენობის შეზღუდვის მიუხედავად, SurveyMonkey თქვენს გუნდს საშუალებას აძლევს შექმნას შეუზღუდავი რაოდენობის გამოკითხვები. SurveyMonkey-ს ​​აქვს ასობით მაღალი ხარისხის შაბლონის ბიბლიოთეკა, მათ შორის NPS გამოკითხვები, მომხმარებელთა მომსახურების უკუკავშირის გამოკითხვები, თანამშრომლების ჩართულობის გამოკითხვები და სხვა.

  1. ProProfs Survey Maker

ProProfs Survey Maker გთავაზობთ უფასო გეგმას, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ შეუზღუდავი რაოდენობის გამოკითხვები. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ყოველთვიურად 50 პასუხის მიღება შეგიძლიათ. თუ თქვენ გაქვთ მცირე ბიზნესი და გსურთ მხოლოდ რამდენიმე მცირე გამოკითხვის ჩატარება, ეს შეზღუდვები პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

ProProfs-ს 100-ზე მეტი მზა შაბლონი აქვს და მხარს უჭერს ყველა ტიპის კითხვას, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ: ღია კითხვები, ტესტური ტიპის კითხვები და სხვა. გარდა ამისა, ის ინტეგრირდება პოპულარულ აპლიკაციებთან და გთავაზობთ გაფართოებულ ფუნქციებს რესპორტის გასაკეთებლად.

  1. Jotform Survey Maker

პლატფორმა მხარს უჭერს კითხვების ფართო სპექტრს, მათ შორის მრავალპასუხიან, ჩამოსაშლელ, სლაიდურ, ღია კითხვებს და სხვა. Jotform-ის გამოკითხვები შეიძლება შეიქმნას ბრენდინგის ელემენტებით, როგორიცაა ლოგოები და ფერები და გთავაზობთ მონაცემთა ანალიზის მძლავრ ინსტრუმენტებს, რომლებიც შედეგებს რეალურ დროში გრაფიკებისა და დაფების საშუალებით წარმოადგენს.

  1. Delighted

მისი ინტუიციური ინტერფეისი წამებში გაკეთებინებთ გამოკითხვის ფორმას და აგენერირებს ბმულს, რომლითაც მარტივად აგზავნით მას. უფასო ვერსია გაძლევთ შაბლონების მრავალ ვარიანტს, ბრენდირებული მოდიფიკაციის უფლებას, AI რეკომენდაციის მიღებას კითხვების დასაგენერირებლად.

  1. Survicate

Survicate გთავაზობთ ფუნქციებით მდიდარ უფასო გამოკითხვის ფორმას ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებითა და ასობით შაბლონით. გარდა ამისა, Survicate თქვენს მონაცემებს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში შეინახავს.

Survicate-ის უფასო გეგმა მაშინ გამოგადგებათ, თუ გსურთ ერთჯერადი გამოკითხვის შექმნა. უფრო დატვირთული და მრავალჯერადი გამოყენებისთვის, ან ფასიანი გეგმა უნდა ნახოთ ან რაიმე სხვა ხელსაწყო ჩვენი სიიდან.

  1. SurveySparrow

SurveySparrow-ს უფასო გეგმა საშუალებას გაძლევთ შექმნათ სამამდე აქტიური გამოკითხვა, რომელთაგან თითოეული შეიცავს 10 კითხვას და მაქსიმუმ ყოველთვიურად 50 პასუხის მიღების შესაძლებლობას. SurveySparrow-ს გამოკითხვები საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ 30-ზე მეტი ტიპის კითხვა, გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და ანალიტიკის ფუნქცია.

  1. forms.app

forms.app არის უნივერსალური გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად შექმნათ გამოკითხვები, ფორმები და კითხვარები ინტუიციურ ინტერფეისში. შრიფტებისა და ფერების შეცვლით, შეგიძლიათ თქვენი გამოკითხვები თქვენი ბრენდის სტილზე მოარგოთ და გაფართოებული შესაძლებობების დახმარებით, CSS-ზე წვდომაც კი შეგიძლიათ.

ის გთავაზობთ შაბლონებს, როგორიცაა ბაზრის კვლევის გამოკითხვები, მარკეტინგული გამოკითხვები, უკუკავშირის გამოკითხვები.შეგიძლიათ შეაგროვოთ მონაცემები თქვენი ბიზნესისთვის, გააანალიზოთ პასუხები გაფართოებული სტატისტიკის გამოყენებით და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. 

  1. SurveyPlanet

SurveyPlanet გთავაზობთ უფასო ხელსაწყოს შეზღუდვების გარეშე, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სხვებთან შედარებით. ასევე, გთავაზობთ ანონიმური კითხვარის შექმნის საშუალებას, 30-ამდე ენის არჩევის საშუალებას და გაზიარების რამდენიმე ფუქნციას. 

თუმცა, ამავდროულად, ის უფრო მოწინავე ფუნქციებს ფასიანი პროგრამის მიღმა მალავს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოკითხვების გენერირება მხოლოდ Pro ვერსიებშია ხელმისაწვდომი. 

  1. Zoho Survey

Zoho-ს უფასო გამოკითხვების შემქმნელ პროგრამას აქვს ყველაფერი, რაც ეფექტური გამოკითხვების შესაქმნელად გჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უფასო გეგმა საშუალებას გაძლევთ შექმნათ შეუზღუდავი რაოდენობის გამოკითხვები, თითოეული მათგანი შეზღუდულია 10 კითხვითა და 100 პასუხით. ეს საკმაოდ კარგი შეთავაზებაა, სხვებს თუ შევადარებთ. Zoho Survey კარგი ვარიანტია მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი, მოკლე გამოკითხვების შექმნა დამატებითი ხარჯების გარეშე. მისი ფუნქციების ძირითადი ნაწილი ასე გამოიყურება: იმეილკითხვარები, Pop-up გამოკითხვა, ჩაშენებადი გამოკითხვები და რეალურ დროში პასუხების მიღება.

გამოკითხვის ჩატარება ბიზნესს სხვადასხვა მიზნით ხშირად სჭირდება ხოლმე. თუკი აქამდე ბევრ ხელსაწყოს არ იცნობდით, ახლა ფართო სპექტრი გაქვთ იმისთვის, რომ დატესტოთ და სასურველს მიაგნოთ.

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

თუ ვინმეს შიშველს დაინახავს, iOS 26-ზე FaceTime ვიდეოს დაასტოპებს