in

გამოქვაბულში იდუმალი ნახატები აღმოაჩინეს

ალაბამას გამოქვაბულში არსებული მასიური ამერიკული ნახატები, რომლებიც 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არავის შეუმჩნევია, გამოქვაბულის ხელოვნებაზე არსებულ ხედვას შეცვლის… საინტერესოა ისიც, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოსახულებები, რომლებიც აქამდე ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოუჩენიათ.

M2
M2

ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ახლა მოხდა, არც არის გასაკვირი, რადგან ალაბამას ნახატების შემჩნევა თვალით თითქმის შეუძლებელი იყო. ამ შემთხვევაში კი მეცნიერებმა 3D ფოტოგრამეტრია გამოიყენეს, რაც 3D მოდელის შესაქმნელად ათასობით სურათის გადაღებას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ მკვლევრებმა ამ მეთოდით ადგილის ზუსტი დოკუმენტირება შეძლეს, მათ საიდუმლო ნამუშევრების გამოვლენაც მოახერხეს. 

შედეგად, ორთვიანი საველე სამუშაოების დროს 16 000 სურათი გადაიღეს და ჭერზე 5 აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს. შესაძლოა, გიგანტური გლიფები სულებს ასახავდეს და იგი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულით იყოს დათარიღებული…

გამოქვაბულის ჭერის ვირტუალური მოდელის გამოყენებით, ნახატები დეტალურად შეისწავლეს. ხუთიდან ოთხ ნახატში ადამიანის მსგავს გამოსახულებებს ვხედავთ. მათ შორის ერთ-ერთს გრძელი სხეული და მომრგვალებული მხრები აქვს. იგი სხვადასხვა ტიპის ხაზებისგან არის შექმნილი, რაც, მკვლევართა აზრით, ტანსაცმელზე ან რეგალიაზე მიუთითებს. მეორე ფიგურას კი ოთხკუთხედი თავი, მართკუთხედი ტანი და ერთი ფეხი აქვს. ზოგზე გველის მსგავს კუდსაც შეამჩნევთ…

საინტერესოა სამკუთხა თავის გამოსახულებაც, კუთხეებში ოვალური ფორმებით, რაც ცხოველის დახრილ თავს მოგაგონებთ, მაგრამ მისი ხელები ნამდვილად ადამიანისას ჰგავს. რაც შეეხება ყველაზე დიდ გამოსახულებას, რომლის სიმაღლეც 3.4 მეტრს უდრის, აღმოსავლურ ჩხრიალა გველს მოგაგონებთ.

აქ კი ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი, გამოქვაბულის ზომებიდან გამომდინარე, ნამუშევრების შექმნის პროცესია. გამოქვაბულის ჭერი 0.6 მეტრია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახატების ხატვის პროცესში მისი შემსრულებელი დაწოლილი უნდა ყოფილიყო…

გამოქვაბულში აღმოჩენილი ფიგურები, სავარაუდოდ, იმქვეყნიური სამყაროს სულებს, მათ ძალასა და მნიშვნელობას შესაბამისი ფორმით, ზომითა და კონტექსტით წარმოადგენს, — ამბობენ მკვლევრები.

მიუხედავად მსგავსი ვარაუდებისა, გამოსახულებების ინსპირაცია ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის ზებუნებრივი მახასიათებლები საერთოა.

„რა არის შენი დრაივი?“ – ნახეთ, როგორ შეიქმნა SOCAR-ის კამპანია

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო ლევან ლეფსვერიძეს გადაეცა!