in ,

მოლი, გამომგონებელი გოგონა, რომელიც არასდროს ჩერდება! – GE-ის საინტერესო სამოტივაციო ვიდეორგოლი

გაიცანით მოლი, გოგონა, რომელიც ყოველთვის რაღაც ახალს იგონებს. სააგენტო BBDO-მ, კომპანია General Electric-ისთვის, მორიგი საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. ცნობილია, რომ GE ყოველთვის აქტიურად ცდილობს დააფასოს ქალბატონების საქმიანობა ნებისმიერ, განსაკუთრებით კი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში. თებერვალში გამოსული ასევე ძალიან საინტერესო ვიდეო მეცნიერ მილდრედ დრესელჰაუსზე სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ამჯერად, კომპანიამ პატარა გამომგონებელი გოგონას ისტორია წარმოგვიდგინა, რომლის პირველი გამოწვევაც ნაგვის გადამყრელი მოწყობილობის შექმნით იწყება და მას შემდეგ სულ უფრო და უფრო საინტერესო მოწყობილობებს ქმნის. საბოლოო ჯამში კი მოლი თავისი საოცარი ნიჭის, მონდომებისა და მიზანდასახულობის წყალობით, ნამდვილ მწვერვალზე აღმოჩნდება. სწორედ ასეთი წარმატება ელის იმ გოგონას, ვინც თავისი შესაძლებლობების გამოვლენას არასდროს მოერიდება და შეუპოვრად ეცდება მიზნის მიღწევას.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=90&v=sucKTktHYA8

სენსორული პარკინგის სისტემისთვის შექმნილი Volkswagen-ის პრინტ კამპანია

ფოლკერ ვრაგეს სემინარი Influencer Marketing-ის თემაზე Ad Black Sea 2017-ის პროგრამაში!