in

,,გამომზეურდი’’- ჯპს-ის საზაფხულო კამპანია

რისთვის გავდივართ სანაპიროზე ყოველ ზაფხულს, თუ არა გასარუჯად და წყალში სალივლივოდ?

სინამდვილეში თითოეული ჩვენგანი სანაპიროზე ძალიან კონკრეტულ, თითქმის არქეტიპულ როლს თამაშობს, რომელიც ერთმა დაკვირვებულმა ბრენდმა კარგად შეისწავლა.

ყოველ ზაფხულს ქართული მედია მოწოდებებით ივსება მზისა და მწერებისგან დაცვაზე, გარუჯვასა და ტონუსში ჩადგომაზე. თუმცა თანამედროვე მომხმარებელმა ბოლო წლების განმავლობაში ბანალური სარეკლამო იმპერატივების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავა და მათ დაიგნორებას მიეჩვია.

ასეთ კომუნიკაციურ ვაკუუმში შეაღწია ჯპს-ის ახალმა საზაფხულო კამპანიამ – ,,გამომზეურდი”. სააფთიაქო ქსელმა მენტორულ ტონს ემპათია არჩია და მომხმარებელს მისი იდენტობის გააზრებაში მზის ბინადრების საშუალებით დაეხმარა.

მარკეტინგის კლასიკური მოდელები იდეალიზებულ ადამიანებს წარმოაჩენენ საკომუნიკაციო მედიატორებად, რომლებთანაც მომხმარებელი იშვიათად თუ აიგივებს თავს. ამ მექანიზმის საპირისპიროდ, ჯპს-მ კომპასი გაასწორა ჩვენს უცნაურობებსა და პატარ-პატარა ჩვევებზე, რომლებიც მხოლოდ ზაფხულში და მხოლოდ წყლის ნაპირზე გამოვლინდება ხოლმე. თორმეტი პერსონაჟით ბრენდმა გვაჩვენა არა ის, თუ როგორები უნდა ვიყოთ, არამედ ის, თუ როგორები ვართ უკვე; გამოგვიწოდა სარკე, რომელში ჩახედვისასაც მომხმარებელს დიდი ხნის შემდეგ პირველად გაეცინა საკუთარ თავზე.

კამპანიამ საზაფხულო პროდუქტები იდენტობის გამომხატველ ელემენტებად აქცია. SPF 50+ ქიმიური ფორმულა კი არაა დამწვრობის პრევენციისთვის, არამედ ,,კანის მცველის” იარაღი; ,,მწერების მაგნიტის” გადარჩენის ერთადერთი იმედი კი კოღოს საწინააღმდეგო სამაჯურია.

პერსონაჟების გაცნობისას მომხმარებელი ინსტინქტურად ხდება ბრენდის მიერ წამოწყებული თამაშის აქტიური მონაწილე, რადგან ის არა კომერციულ შეთავაზებას, არამედ საკუთარ ფსიქოტიპს ხედავს. როდესაც კლიენტი რეკლამის პასიური სამიზნის როლიდან გამოდის, ის თავად იწყებს მესიჯის ვირუსულ გავრცელებას და ბრენდის ყველაზე დიდი ამბასადორი ხდება.

როდესაც მომხმარებელს საკუთარ თავზე ეცინება, ბრენდსა და მას შორის არსებული კედელი სამუდამოდ ჩამოიშლება. ზაფხული გაივლის, რუჯიც გადავა, ჩვენი პერსონაჟები საოფისე მაგიდებსაც დაუბრუნდებიან, მაგრამ ის ემოციური კავშირი, რომელიც ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთგაგებაზეა დაშენებული, მთელი წლის განმავლობაში დარჩება.

[პარტნიორის კონტენტი]

ადამიანების, იდეებისა და შესაძლებლობების გადაკვეთის წერტილში – „სტუდიო ლიბერთი” და Global Tech Weekend Tbilisi 2026

გაეცანით Cannes Lions 2026-ის გამარჯვებულ კიდევ 8 ნამუშევარს