15
Jan
2020

28 ქართველი არტისტის ნამუშევრები, რომელთა შეძენაც საქველმოქმედო აუქციონზე შეგიძლიათ

15 Jan 2020

18 იანვარს მწერალთა სახლში მასშტაბური აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა იგეგმება, რომელზეც შეძლებთ, იხილოთ და შეიძინოთ 28 ქართველი არტისტის ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლებისა და გამომცემლობების წიგნები, სტარტაპერების ნაწარმი და ა.შ

 

ყველაფერი ეს კი ნიკა აგლაძის მხარდასაჭერად ტარდება, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს დაენიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 000 ევროა.

როგორც მაღლა აღვნიშნეთ, გამოფენაზე შეგეძლებათ, შეიძინოთ 28 ქართველი არტისტის ნამუშევრები. ეს სწორედ ის ხელოვანები არიან, რომლებიც ქართულ თუ საერთაშორისო სახელოვნებო სფეროში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ და საინტერესო შემოქმედებით ხასიათდებიან. თვალსაჩინოებისთვის, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ სწორედ ის ნამუშევრები, რომლებსაც აუქციონზე იხილავთ:

 

ამ ნამუშევრების შეძენას 16:30 საათზე აუქციონზე შეძლებთ.

აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

განხილვა