in

სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ერთობლივ გამოფენას გახსნიან

20 მარტს, 19 საათზე სასტუმრო სტამბის D ბლოკში სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ერთობლივ გამოფენას გახსნიან.

BOG
BOG

გამოფენა “Shipwreck” („გემის ჩაძირვა“) ემიგრაციის, მიგრაციის, დევნილობის, იძულებით გადაადგილებისა და უთანასწორობის თემებს ეხმიანება და უახლესი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ისტორიის პოეტურ ანალიზს გვთავაზობს. ექსპოზიციაში მონაწილე არტისტები  აზერბაიჯანიდან, კანადიდან, გერმანიიდან და სენეგალიდან ქართველი არტისტების მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების გვერდზე გამოიფინებიან. ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებზე ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.

გამოფენის პირველი ვერსია ბაქოში, 2018 წელს შედგა, სათაურით „დაბრუნება ჟერიკოს გემის ჩაძირვასთან.“ თეოდორ ჟერიკო მე-19 საუკუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი „მედუზას ტივი“ რომანტიციზმის საკულტო ნამუშევარია და პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ტრაგედიას ასახავს. გამოფენის თემატური ხაზი და სათაური სწორედ ამ ნამუშევრითაა შთაგონებული.

“საქართველოს ბევრი აქვს მოსაყოლი მიგრაციის შესახებ. ის არის საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულთა სახლი, თავშესაფარი ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე ქვეყანა, რომელმაც მიგრაციის შედეგად საკუთარი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. Shipwreck სხვადასხვა ამბის განსხვავებული პერსპექტივებიდან მოყოლის მცდელობა იქნება. ბევრ მათგანს ის არტისტები გვიყვებიან, რომლებმაც ეს ყველაფერი თავად გამოსცადეს” – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მონაწილეობენ: გიო სუმბაძე, ნინო საკანდელიძე, შოთიკო აფციაური, თამარ ბერიანიძე, ნათელა გრიგალაშვილი,  თამარ ნადირაძე, ნინო ქვრივიშვილი, ანნა ძიაპშიპა, ზურა ცოფურაშვილი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, სიტარა იბრაჰიმოვა, ომარ ვიქტორ დიოპი, ადად ჰანა და მარსელ ოდენბახი.

დიზაინი და მომავლის ქალაქები – იტალიურ – ქართული გამოფენა და სემინარი თბილისში 

ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ ბათუმში