in ,

ნახეთ: გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში

გამოსახულება ჯერ კიდევ 45 000 წლის წინ ინდონეზიაში შეიქმნა

დღემდე მეცნიერებმა არაერთი გამოქვაბულის ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს. ახალი კვლევის თანახმად კი, უძველესი მათგანი ჯერ კიდევ 45 000 წლის წინ ინდონეზიაში შეიქმნა, სადაც მეჭეჭებიანი ღორია გამოსახული. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ ინდონეზია კლდის ხელოვნების მწვავე და უძველესი წერტილია.

ჩვენამდე მოღწეულ გამოსახულებაზე ერთგვარი კომპოზიცია იკითხება – მეჭეჭებიანი ღორი კიდევ ორი თუ სამი მათგანის პირისპირ დგას, რომლებიც დაზიანების გამო რთული აღსაქმელია. ასევე, საინტერესოა ადამიანთა ხელის მტევნების კონტური – შესაძლოა, ეს მისი მონადირების სცენას ასახავდეს ან უბრალოდ, “მხატვრის” ხელთან იყოს დაკავშირებული (ეს ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ დამეთანხმებით, წარსულის შესახებ უმეტესად მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია და არა მისი ზუსტი ცოდნა).

სულავესში, ამ გამოქვაბულთან ახლოს, მეცნიერებმა კიდევ ერთი მათგანი Leang Balangajia 1 აღმოაჩინეს, რომლის ჭერზეც ბევრად დიდი მეჭეჭებიანი ღორის ფიგურაა.

საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც მეჭეჭიანი ღორები? 

როგორც ჩანს, მეჭეჭებიანი ღორი ინდონეზიაში, მხოლოდ სულავესის კუნძულზე, იზოლირებულად ასობით ათასი წლის წინ განვითარდა. არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, ადამიანები ამ ღორებზე ნადირობდნენ და შინაურ ცხოველებადაც კი ჰყავდათ. “ასე რომ, აშკარაა, ადრეული ადამიანები, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მჭიდროდ ურთიერთობდნენ ამ ღორთან, სხვადასხვა დონეზე” – ამბობს ადამ ბრუმი, გრიფიტის უნივერსიტეტის ადამიანის ევოლუციის ავსტრალიის კვლევითი ცენტრის არქეოლოგიის პროფესორი. მართალია, ასეთი ღორები დღესაც არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

ზუსტი დათარიღებისთვის მეცნიერებმა ურანის სერიის დათარიღების მეთოდი (რომელიც ურანის რადიოაქტიურ დაშლას ზომავს) და კალციტის მინერალები გამოიყენეს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანთანად მატულობდა გამოქვაბულში. თითოეული მინერალური ნიმუშის ურანისა და თორიუმის თანაფარდობის გაზომვით, მეცნიერებმა დაადგინეს, როდის დაიწყო ნახატზე მათი ზრდა.

ნახეთ: ხელოვნების ნიმუშად ქცეული ტოსტები

Swoop.ge  MY.GE-ის ჯგუფს შეუერთდა