in

გამორჩეული ბრენდის აქტივები წარმატების საწინდარია — როგორ იქმნება ისინი?

შორეულ თუ ახლო წარსულში ყველას გამოგვიცდია ეს მომენტი: როცა ვიტრინას ჩავუარეთ, ვნახეთ რეკლამა, მოვისმინეთ მელოდია, გავხსენით შეფუთვა, ქილის გახსნისას გაზიანი სასმლის შხეფები და მისი სუნი ვიგრძენით და მოვიხიბლეთ — ჰიპნოზირებული ვიყავით ჩვენი გრძნობებით. შესაძლოა, ეს იყოს ტკბილეულის ბრენდის მიერ გადაღებული სასაცილო ვიდეოების სერია, თქვენს სპორტულ ფეხსაცმელზე ამოტვიფრული ლოგო ან საყვარელი ბრენდის ნაცნობი ფერები.

ამა თუ იმ მიზეზის გამო, ბრენდის გარკვეული ელემენტები ჩვენს მეხსიერებაში რჩება, რომლებიც პირადი ცხოვრების მრავალ მოვლენასთანაა დაკავშირებული. ეს კი ამ ელემენტებს გარკვეულ ღირებულებას მატებს. ამიტომაც, მათთან ძალიან მცირე კონტაქტსაც შეუძლია ძველი ემოციებისა და შეგრძნებების გახსენება, წარსულში გადაყვანა ან უბრალოდ ღიმილის მოგვრა.

ასე გამოიყურება გამორჩეული ბრენდის აქტივის სიძლიერე

გამორჩეული ბრენდის აქტივები (DBA) არის პროდუქტის თვისებები ან ბრენდის იდენტურობის ასპექტები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია მომხმარებლებზე. ისინი სწრაფად ხდება კომპანიის ნაწილი და ეფექტურად ასოცირდება კონკრეტულ ბიზნესთან ან პროდუქტთან. რა თქმა უნდა, ყველა ბრენდის აქტივი არ არის DBA. ყველა ბრენდს აქვს ასობით, ათასობით განსხვავებული მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მას: სიმბოლოები, ლოგო, შეფუთვა, სივრცეები, ხმები, ფერები, შრიფტები, სიმბოლოები, ფორმები, სუნი, გემო, სლოგანები და ა. შ. მათი ამოცნობის კარგ ხერხს კი ე. წ. იზოლირება წარმოადგენს — მაგალითად, Apple მაღაზიის განლაგება, Cheetos ფორმა, Coca-Cola-ს ბოთლი და Master Card-ის ლოგო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ DBA არის კარგი მაგალითი ფრანგული გამოთქმისა “je ne sais quoi” — ანუ, „არ ვიცი, რა“. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ კომპანიები და სააგენტოები ამ უნიკალურ მახასიათებლებს „შემთხვევითი ნადირობით“ გამოავლენენ, ალბათ ცდებით. ეს პატარა ძვირფასი ქვები უფრო დიდია, ვიდრე ჩანს; ისინი რაღაც ღრმა და ძლიერის გამოხატულებაა, რომელიც ბრენდის ძლიერ იდენტურობას ემყარება.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებული აქტივების განვითარების მცდელობა მყარი საფუძვლების აშენების გარეშე, იგივეა, რაც ნამცხვრის გამოცხობა შემთხვევითი ინგრედიენტებით. როდესაც კომპანია ახერხებს ხალხის იდეით მოხიბვლას, ეს დიდი ალბათობით იმიტომ ხდება, რომ მათ პირველად მოახერხეს ბრენდის ნამდვილი არსის პოვნა. მნიშვნელოვანი თვისებებისა და აქტივების განსავითარებლად, ბიზნესმა უნდა გაიგოს, რა არის ყველაზე ღირებული სამიზნე აუდიტორიისთვის და როგორ შეესაბამება ეს პროდუქტის ხარისხს თუ ბრენდის დნმ-ს.

რა თქმა უნდა, Apple-ის უნიკალური ესთეტიკა არ წარმოქმნილა ვიღაცის მიერ საკონფერენციო დარბაზის შუაგულში ყვირილისგან: „ჰეი! კარგი იქნება, თუ ძირითადად თეთრს გამოვიყენებთ და ყველაფერს გლუვსა და მინიმალისტურს გავხდით“. ეს იყო შრომისმოყვარეობის შედეგი: ღრმა კვლევა, გააზრებული სტრატეგია და შემოქმედებითი აზროვნება. „რა სურთ მომხმარებლებს ტექნოლოგიური პროდუქტებისგან?“, „რისი გვჯერა?“, „რას ვერ გვთავაზობენ ჩვენი კონკურენტები?“. ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემამ ბრენდი მარტივ, მაგრამ ძალიან ღრმა კონცეფციის აღმოჩენამდე მიიყვანა — მარტივი ელეგანტურობა.

რა თქმა უნდა, არსებობს უსარგებლო ერთჯერადი აქტივის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ხოლო ბრენდის არსის პოვნა, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს უნიკალურ და მიზანმიმართულ იდეებს, გამორჩეულ შედეგებამდე მიგიყვანთ.

ვებპროექტების მართვა და მისი გამოწვევები

სოციალური მედიის ხშირი გამოყენება დეპრესიას იწვევს — კვლევა