in

გამოუშვით კრეატივი !

take courage

არა, კრეატივი არავის  დაუკავებია, თუმცა ზოგ შემთხვევაში თავის თანამდებობრივ მდოგმარეობას ნამდვლილად   ბოროტად  იყენებს.

take courage

ყველაფერი  კარგად არის, თუმცა  ამერიკის ფიარ ასოციაციამ იმსჯელა , აღმოაჩინა და დაადგინა, ჩვენ თვითონ ვბლოკავთ და ვაპატიმრებთ კრეატივს, ვუქმნით რა მას  განსაკუთრებულ წინაღობებს ჩვენი სკეპტიციზმით, ცინიკური დამოკიდებულებით და ზოგჯერ ნიჰილიზმითაც.

ამავე საპატივსაცემო ასოციაციამ შემოგვთავაზა 6 წესი, არა იმისთვის რომ გავხდეთ კრეატიულები, არამედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი რომელიც ყველა ჩვენგანში დევს.

 

1. მოემზადეთ !

” ყველაზე  კარგად შანსს მომზადებული ადამიანები იყენებენ ” ასე უთქამს ლუის პასტერს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ, მით უკეთესად ხედავთ გამოსავალს და ალტერნატიულ  მიდგომებს.

შეხედეთ საკითხს სხვა და სხვა გადმოსახედიდან, ბოლომდე გაათვიცნობიერეთ პრობლემა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება თქვენთვის კრეატიულობის და აღმაფრენის ეტაპი.

2. მოახდინეთ ბევრი იდეის გენერირება !

ნუ დაახარისხებთ იდეებს ცუდად და კარგად,ეს ეტაპი შემდეგისთვის გადადეთ.  დარწმუნებული მხოლოდ ერთ რამეში შეგიძლიათ იყოთ, ხშირად ბუნკერზე გადასაყრელ იდეებს საუკეთესო აზრებიც მიჰყვება ხოლმე. იმოძრავეთ, იფიქრეთ, იდეები თავისით არასდროს მოფრინდება.

3. ივარჯიშეთ !

როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად, ხშირად საუკეთესო იდეები მაშინ ჩნდება როდესაც გონება გადართულია სხვა და სხვა ტიპის აქტივობებზე.

არ დაგავიწყდეთ ფიზიკური ვარჯიში, გარდა იმისა, რომ კარგ ფორმაში იქნებით  და განწყობაც გამოგისწორდება, სისხლი უფრო აქტიურად მიაწოდებს ტვინს კრეატიულ აზრებს , ჟანგბადთთან ერთად რა თქმა უნდა.

4. დაისვენეთ !

არქიმედეს ევრიკადან დაწყებული , ნიუტონის ვაშლით დამთავრებული, ბევრი ბრწყინვალე იდეა იქ ჩნდება სადაც ამას არავინ ელოდება. თუმცა სანამ მთელ დღეს ვაშლის ხის ჩრდილის ქვეშ გაატარებთ, გადახედეთ პირველ წესს:) ვაშლი ნიუტონამდე ძალიან ბევრ ადამიანს დაეცა თავში, თუმცა კოპის მეტი არავისთვის არაფერი მოუტანია

5. გაიღიმეთ და იყავით ბედნიერები !

ამას დიდი კვლევა არ ჭირდებოდა, მაგრამ მეცნიერების ეროვნულ აკადემიას აღმოუჩენია, რომ კრეატიული ფიქრის შესაძლებლობები ბედნიერ გუნებაზე იზრდება.

ნუ იქნებით მოღუშული და სკეპტიკური როდესაც ცდილობთ იყოთ კრეატიული. მთავარია ბევრი ახალი იდეის გენერირება მოახდინოთ, კვლევას და კრიტიკას მერეც მოასწრებთ.

6. იცინეთ !

იმავე მეცნიერების აკადემიის აზრით, კრეატიულობა და იუმორის გრძნობა პირდაპირკავშირშია ერთმანეთთან. ადამიანებს ვისაც შეუძლია ხუმრობა როგორც საკუთარ თავზე ისე სხვის ხუმრობებზე,  ბევრად კრიეატიულები არიან, ვიდრე იუმორის მიმართ კრიტიკულად განწყობილები.

ასე რომ ნუ იქნებით მსოფლიოს მოსახლეობის 75 % ვინც თვლის, რომ ბოლომდე არ იყენებს თავის კრეატიულ შესაძლებლობას, ორშაბათის დიეტასთან ერთად დაიწყეთ ამ მარტივი წესების შესრულება. ვნახოთ, იქნებ მსოფლიოს უკეთესობისკენ  შეცვლაც კი შევძლოთ !

ავტორი თეონა ბაღდავაძე

Peoples Pharmacy

“სახალხო აფთიაქი “ კიდევ უფრო სახალხო უნდა გახდეს

სექსუალური პროდუქცია

პოლიტიკური მარკეტინგის ანი-ბანი და განი-დონი!