in

“გამხადე თუ შეგიძლია” – თათია ფილიევას მორიგი ვიდეოპროექტი

BOG
BOG

“პირველი კოცნის” ვირუსული ვიდეოს შემქმნელმა, თათია ფილიევამ ახალი ვიდეო “გამხადე თუ შეძლებ” გადაიღო.

საკაბელო ტელევიზია Showtime-თან ერთად, რეჟისორმა სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. 20 უცნობ ადამიანს სთხოვა გაეხადათ და საწოლში დაწოლილიყვნენ, ესქპერიმენტში მონაწილეებისთვის სხვა დავალება არ მიუციათ.

ვირუსულმა ვიდეომ 4,4 მლნ. მნახველი დააგროვა და Masters of Sex-ის მეორე სეზონის საპრემიერო ვიდეოდ იქცა. სერიალსაც იგივე სიუჟეტი აქვს, ორი ექიმი  იკვლევს სექსს და ექსპერიმენტში მონაწილეებს გახდას სთხოვს.

ნახეთ, როგორ განვითარდა ექსპერიმენტი, რომელშიც გახდის გარდა არაფერი უთხოვიათ.

Heineken-ის ქილა თერმომეტრის ფუნქციით

საქართველოში განხორციელებული Porsche Macan-ის კამპანიის საერთაშორისო წარმატება და პირველი ადგილი!