in

H&M დაბრუნდა „გალერია თბილისში“ განახლებული სივრცითა და ინსპირაციული დიზაინით

2 ოქტომბერს, H&M-მა თბილისის ისტორიულ ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზიის ხელახლა გახსნა აღნიშნა და მოდის მოყვარულებს სადღესასწაულო ატმოსფეროთი და დაუვიწყარი გამოცდილებით სავსე დღით უმასპინძლა.

მოდის ენთუზიასტები, მოდერნიზებულ სამ სართულიან მაღაზიაში შესასვლელად, რუსთაველის გამზირზე დილიდანვე შეიკრიბნენ. წითელი ლენტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ, H&M-ისთვის და მისი თანამშრომლებისთვის, საქართველოში საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო.

H&M-სთვის თბილისში მდებარე მაღაზიის განახლება და მოდერნიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, მდიდარი ისტორიითა და მარადიული სულისკვეთებით, ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებიც H&M- მთელ მსოფლიოში შთააგონებს.

რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია, რომელიც სამ სართულზე 2,363 ² ფართობს მოიცავს, ახლა უკვე წარმოდგენილია განახლებული ინტერიერით, ახალი განლაგებითა და გაუმჯობესებული ატმოსფეროთიყველა დეტალი შექმნილია მომხმარებლისთვის სასიამოვნო და შთამაგონებელი შოპინგ გამოცდილების შექმნისთვის. კოლექციები მოიცავს მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს ქალების, მამაკაცების, მოზარდების, ბავშვებისა და ჩვილებისთვის. H&M-ის მიზანია, მაღაზიაში მომხმარებელმა საკუთარი სტილის მიუხედავად შეძლოს სასურველი ტანსაცმლის შერჩევა, – იქნება ეს კლასიკური მარადიული მიმართულება, თუ თამამი ტრენდული სამოსი.

გახსნის აღსანიშნად, ადგილზე მომხმარებლებს საზეიმო ატმოსფერო დახვდათ: საჩუქრად გადაეცათ, შემოდგომის შთაგონებით სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ვაუჩერები. ამასთან, ადგილზე მოეწყო POP-UP კაფეადგილობრივყავის ლაბორატორია Coffee Lab“-თან თანამშრომლობით. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს H&M-ის ერთგულებას ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და კოლაბორაციის მიმართ.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ჩვენი მაღაზიის ხელახლა გახსნა მისი დიდი ხნის ნანატრი მოდერნიზაციის შემდეგ ჩვენთვის საამაყო მომენტია. თბილისი კულტურით, ისტორიით, გამორჩეული არქიტექტურით სავსე ქალაქია, რომელიც ცნობილია თბილი სტუმართმოყვარეობითა და შემოქმედებითი ენერგიითღირებულებები, რომლებიც ღრმად ეხმიანება H&M-. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვუმასპინძლებთ ჩვენს მომხმარებლებს განახლებულ სივრცეში და ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოში“, – ამბობს რიკარდო ვალენტე და კონსეიკაო, თურქეთის გაყიდვების ბაზრის გაყიდვების მენეჯერი.

განახლებული დიზაინით, კონცეფციითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია ქართველ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, რაც ასახავს H&M-ის მუდმივ ერთგულებასმომხმარებლებისთვის მოდისა და ხარისხის შეთავაზება საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით.

[R]

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

სუხიშვილების დინასტია – ჟინი, რომელიც არასდროს ჩერდება