in

“ჰოუმმარტი“ – განახლებული სავაჭრო ცენტრი ქალაქის ცენტრში

სავაჭრო ცენტრები იმ ერთგვარ თავშესაქცევ ადგილს წარმოადგენენ, სადაც ადამიანები თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. საინტერესოა, როგორ შეცვალა ეს დღევანდელმა რეალობამ. ახალი რეალობით გამოწვეულ სიახლეებზე ,,იბერკომპანი ჰოლდინგის” უძრავი ქონების და სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტის“ ხელმძღვანელი – ანა გაგუა საუბრობს:

რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართული სავაჭრო ცენტრები?

  • უძრავი ქონების სხვა სექტორების მსგავსად, პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დაახლოებით, 5 თვე სრულად იყო შეჩერებული სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, რამაც, ფაქტობრივად, ბიზნესი შემოსავლის გარეშე დატოვა. შემდგომ კი, ფუნქციონირების აღდგენასაც ახალი სავალდებულო რეგულაციები მოყვა, რაც ასევე დამატებით ხარჯებთან იყო და არის დაკავშირებული. ახალმა გარემოებამ გვიბიძგა, დაგვეწყო ფიქრი განსხვავებულად და უკეთ დაგვენახა მომხმარებლის ახალი საჭიროებები, რასაც, ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვით თავი.
  • პანდემიის პირველი წელი დაიწყო ჰოუმმარტის ახალ კონცეფციაზე ფიქრით, რომლის ფარგლებშიც, სივრცე უნდა ყოფილიყო ერთდროულად კომფორტულიც და საქმიანიც. უნდა მორგებოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გამზირს, ჭავჭავაძეს და მის მიმდებარე ქუჩებზე არსებული კომპანიებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გრაფიკს, საჭიროებებს და მათთვის შეეთავაზებინა შესვენების, გართობისა და შოპინგის სასიამოვნო გამოცდილება.

როგორ შეიქმნა საქმიანი, გასართობი და კომფორტული სივრცის ნაზავი?

კონცეფციის განახლებას სავაჭრო ცენტრის ინტერიერისა და ფასადის განახლება მოჰყვა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბუნებასთან ყველა დაგვაახლოვა და თითქოს თავიდან დაგვაფასებინა, ამიტომ ჩვენც ვიზრუნეთ ჩვენი სივრცის გამწვანებაზე, ინტერიერში მეტი მცენარე და ბუნებრივი მასალა დავამატეთ, აქცენტი გავაკეთეთ ხის და მშვიდ ფერებზე;

უცვლელი დავტოვეთ ფასადზე გია ბუღაძის მიერ შესრულებული ულამაზესი ნამუშევარი, რომელიც ჩვენი „სავიზიტო ბარათი“ გახდა და ძალიან გვეამაყება.

პირველ სართულზე წარმოდგენილია კვების ობიექტების განახლებული არჩევანი, სადაც ყველანაირი გემოვნებისთვის მოიძებნება შესაფერისი სამზარეულო, ნატურალური პროდუქტი, ჯანსაღი თუ სწრაფი კვება, ტრადიციული სამზარეულო და სხვა. აქ ერთიანდება „Wendy’s Georgia“ და „Dunkin“, “Ska Juice Bar”, ქართული სამზარეულოს კონცეფციის ფუდშოპი „Megobari “, ყველასათვის საყვარელი „Luca Polare“, კარგი ყავის მოყვარულებს კი “BunnaBike”კაფეტერია ელით.  ასევე, პირველ სართულზე, განთავსებულია საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტი „Carrefour Georgia“, აფთიაქი, სალონი, ფიტნესი და ა.შ.

ლანჩზე მოსულ სტუმარს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სასაჩუქრე ნივთებიც გააყოლოს ხელს, ჩვენი სავაჭრო ცენტრი ამ მხრივაც მოსახერხებელია და სხვადასხვა მიმართულებებსა და არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

მათ შორის: Miniso, BlueTabla, Korean Cosmetics, Mzera, Botanique, MyDay, Georgia’s Natural, Gourmesso, Tea Mania, Sweet Candy, Musera, Skivri, Penti, Game Zone, Alhambra Bracetes, Pillow, Pro Dot და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდები.

თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია დღესდღეობით სავაჭრო ობიექტებში ვაკანტურობის კოეფიციენტი?

დღესდღეობით ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც მაღალია, თუმცა „ჰოუმმარტის“ შედეგები ცხადყოფს, რომ კარგად გათვლილი ნაბიჯები და ახალ რეალობაზე მორგებული სტრატეგია არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია ბიზნესისათვის. პირველ სართულზე გვაქვს ობიექტებისთვის გამოყოფილი სივრცის 99% დატვირთულობა, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან, რათა მოხდეს მეორე სართულის სრული ათვისება და მომხმარებლისთვის მეტი საინტერესო სიახლის შეთავაზება.

საერთო ჯამში, ჰოუმმარტი 7500კვ.მ.-ზე უყრის თავს მოსასვენებელ, გასართობ, წასახემსებელ და თავის მოვლის ობიექტებს.

ცენტრის თითოეული თანამშრომელი ვაქცინირებულია, რითაც არა მარტო ჩვენს, არამედ მომხმარებლის უსაფრთხოებასაც ვიცავთ და ველოდებით მომხმარებელს ნოემბრიდან უკვე განახლებულ, კომფორტულ გარემოში, ცენტრალურ ლოკაციაზე მოსახერხებელი პარკინგით.

მითითებულ ლინკზე, შეგიძლიათ იხილოთ „ჰოუმმარტის“ ფეისბუქის გვერდი და უფრო დეტალურად გაეცნოთ სიახლეებს სავაჭრო ცენტრზე და მასში არსებულ ბრენდებზე.

https://www.facebook.com/HomemartVake.

[R]

Shutterstock.AI — ტრენდული ფერები 2022 წლისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Mastercard-თან ერთად ახალ აქციას იწყებს