თუ გსურთ ერთ სივრცეში აღმოაჩინოთ ყველაფერი, რაც წინასაახალწლოდ შეიძლება დაგჭირდეთ და შოპინგითაც განსაკუთრებულად ისიამოვნოთ, მაშინ ჰუალინგ პლაზაში სტუმრობას გირჩევთ.
ჰუალინგ პლაზა 110 ათას კვ.მ. ფართობზეა გაშლილი და ის ყველაზე დიდი მოლია კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრი იტევს ტექნიკის, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს, აუთლეტებს, ავეჯისა და სხვა ტიპის მაღაზიებს. აქ ყველაფერს იპოვით სახლის გარემონტებისა და მოწყობისათვის.
თუ რა საჩუქრები და სიურპრიზები დაგხვდებათ, ამ თემაზე ჰუალინგ პლაზას წარმომადგენელი – ნოდარი ჯავახიშვილი-თორელი საუბრობს:
“თუ ჯერ კიდევ არ იცით, ჰუალინგ პლაზა განახლდა. მარკეტინგის გუნდმა შევქმენით სპეციალური კამპანია, რომელიც ქართული ბაზრისთვის ახალია და ამავლდროულად აკმაყოფილებს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. მომხმარებლები, რომლებიც გააკეთებენ სწორ არჩევანს და ჰუალინგ პლაზაში შეიძენენ ნივთებს, მათთვის დაუჯერებელი ახალი წელი 1 იანვრამდე დაიწყება.
გაიხსნა 100-მდე მაღაზია: მიჰაუსი – უმსხვილესი სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში. ტექნიკის მაღაზიები, როგორებიცაა ზუმერი, ალტა, უნიკომი, ბეკო, ტექნოლაბი, აილიანგი და მაგნიტ მოლი. ავეჯის მაღაზიები – ემბავუდი და ვიბრანტი. მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მაღაზია გრანდ აუთლეტი. ასევე, კარფური, ალკორიუმი, მინისო, ლიდერი და სხვა.”
რატომ უნდა მოხვიდეთ ჰუალინგ პლაზაში?
წინასაახალწლოდ ფასდაკლებებს მომხმარებლებს თითქმის ყველა ბრენდი სთავაზობს, თუმცა, ჰუალინგ პლაზაში განთავსებულ იგივე მაღაზიებში კიდევ უფრო განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ. მეტიც, მოლს უსაჩუქროდ არც ერთი სტუმარი არ დატოვებს.
შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ისეთი საჩუქრები, როგორებიცაა Iphone 13, Macbook, ტელევიზორი, მაცივარი, დინამიკები, გაზქურა. ასევე, გაიცემა მოლის სასაჩუქრო ვაუჩერები და კიდევ სხვა უამრავი პრიზი.
ამასთან ერთად, 25 და 26 დეკემბერს პირველი 10 მომხმარებელი, რომელიც მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, მინიმუმ, 150 ლარს დახარჯავს, 200 ლარიან მოლის ვაუჩერს მიიღებს.
24-31 დეკემბერს კი ის მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე დიდ შენაძენს გააკეთებენ, მიიღებენ 5000, 1500 და 500-ლარიან მოლის ვაუჩერებს.
გრანდიოზული ფასდაკლებები და საჩუქრების გაცემა ჰუალინგ პლაზაში 24 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აქვე, მინდა საშუალება გამოვნახო და მადლობა გადავუხადო, როგორც ჰუალინგ პლაზას შემოქმედებით ჯგუფს, ასევე, პლაზაში შემავალ ყველა ბრენდს, რადგანაც საერთო ძალებით ჩვენ ნამდვილი ახალი წელი მოვიყვანეთ.
ესტუმრეთ ჰუალინგ პლაზას მისამართზე ჯუმბერ ლეჟავას #22, ისიამოვნეთ შოპინგით, განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და საჩუქრებით.
[R]