KIA Georgia ქართველ მომხმარებელს უკვე წლებია, რაც ინოვაციურ, უსაფრთხო და კომფორტულ ავტომობილებს სთავაზობს. კომპანია განაგრძობს ბრენდის გლობალური სტანდარტების დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახალი KIA Sportage-ის პრეზენტაციით. კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა განახლებული KIA Sportage, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ახალი მოდელი გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიებითა და თანამედროვე დიზაინით, რაც მას SUV კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილად აქცევს.

ახალი Sportage-ის ყველა ვერსია აღჭურვილია Kia Connect სისტემით – 7-წლიანი უწყვეტი ინტერნეტკავშირითა და ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით.

მოდელის მთავარი უპირატესობებია გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემები, თანამედროვე დიზაინი, მეტი სივრცე და კომფორტი. სწორედ ამ მახასიათებლებით Sportage იქცევა საოჯახო SUV-ად, რომელიც თანაბრად გამოდგება როგორც ქალაქში გადაადგილებისთვის, ისე ქალაქგარეთ თავგადასავლებისთვის.


პრეზენტაცია გაიმართა ოჯახური ღონისძიების ფორმატში, სადაც KIA-ს ერთგულმა მომხმარებლებმა თავიანთ ოჯახებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებს დახვდათ მრავალფეროვანი აქტივობები: სახალისო თამაშები ბავშვებისთვის, ტესტდრაივები დიდებისთვის და საერთო სივრცე, სადაც ყველას შესაძლებლობა ჰქონდა, ახლოდან გაეცნო ახალი Sportage.

KIA Georgia მომხმარებელს მოქნილ და ხელსაყრელ შეძენის პირობებს სთავაზობს, დაწყებული 0%-იანი ავტოგანვადებით, ლიზინგის საუკეთესო შეთავაზებებით დამთავრებული.
ღონისძიების ფარგლებში, KIA Georgia-მ ახალი Sportage-ის პირველ მფლობელს მადლიერების ნიშნად გადასცა მრავალფეროვანი საჩუქრები, როგორც სიმბოლო იმ ნდობისა, რაც KIA-ს მომხმარებლებს ბრენდთან აკავშირებთ.
კომპანიის შესახებ
KIA Georgia 2007 წლიდან წარმოადგენს KIA-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას – პრემიუმხარისხის ავტომობილების რეალიზაციიდან დაწყებული, ავტოსერვისისა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჩათვლით.


[პარტნიორის კონტენტი]











