თუკი აქამდე გამიზნულად იყენებდით Windows 10-ს, რათა თავიდან აგერიდებინათ Windows 11-ის ზოგიერთი გამაღიზიანებელი ასპექტი, მაგალითად, რეკლამა და ე.წ. “Account Manager”, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს – Microsoft-მა გადაწყვიტა, ეს ფუნქციები Windows 10-საც დაამატოს.
ვინც არ იცით, Windows 11-ის Start მენიუში ჩნდება რეკლამების მზარდი რაოდენობა. ზოგჯერ ესაა Microsoft-ის სხვა პროდუქტებისა და სერვისების აქცია, ზოგჯერ კი სხვადასხვა აპლიკაციის „რეკომენდაციები”.
Windows 10-ის უახლესი ბეტავერსია განახლებული Start მენიუთი გამოჩნდება. ერთ-ერთი განახლებაა ანგარიშის მართვის ღილაკის გადატანა, ასევე, მენიუ აჩვენებს ინფორმაციას თქვენი Microsoft 365 გამოწერის სტატუსის შესახებ. თუ არ გაქვთ გამოწერა, ესეც გამოჩნდება თქვენს ეკრანზე.
პირველი სურათი, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს განსხვავებული Windows 10-ის მენიუ, უკვე გამოჩნდა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).
დარგის სპეციალისტებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ იგრძნო Microsoft-მა Windows 10-ის Start მენიუს თვითრეკლამისთვის გამოყენების აუცილებლობა. ახალი გამომწერების რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს რეკლამას, ძნელად თუ გადაწონის Windows 10-ის მომხმარებელთა დიდ რაოდენობას, რომლებიც, დიდი ალბათობით, უბრალოდ გაბრაზდებიან ამ ცვლილებების გამო.