in

4 ფუნქცია, რომლებიც განახლებულ Zoom-ს დაემატება

M2

მართალია, Zoom გამუდმებით გვაცნობს ახალ ფუნქციებს, მაგრამ შეხვედრებისას ძირითადი გამოცდილება მაინც იგივე რჩება… აი დღეს კი ამ უკანასკნელის შეცვლას აპირებენ — Zoom Workplace-ის სახით ახალი პლატფორმაც შეიქმნება, რომელიც AI-ს გამოიყენებს, რათა Slack-სა და Teams-ს კონკურენცია გაუწიოს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმ ფუნქციებს გაგაცნობთ, რომლებიც Zoom-ის რედიზაინს მოჰყვება:

ორი ადამიანის საუბრის რეჟიმი

ალბათ, ზუმში შეხვედრის დროს არაფერია იმაზე ცუდი, როცა დაახველებთ და უცბად მოსაუბრეს თქვენი სახე ანაცვლებს… ახლა კი პლატფორმას მრავალი სპიკერის ფუნქცია დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამიკურ საუბარში ჩართულ ორ ადამიანს მიანიჭებს პრიორიტეტს, შეხვედრის სხვა წევრები კი უფრო პატარა ფანჯრებში გამოჩნდებიან. 

ფერადი ფონები და მეტი პერსონალიზაცია

პლატფორმის კორპორატიულ ღირებულებებს ზრუნვა და ბედნიერება წარმოადგენს. ამიტომ, გადაწყვიტეს, ეს კომპონენტები პროდუქტის ინტერფეისშიც გადმოეტანათ. მარტივად რომ ვთქვათ, კამერაში არსებული ნაცრისფერი ფერების წითელი, ლურჯი და მწვანე ელფერით განახლებას გვთავაზობენ. ამასთან, Zoom-ის შეხვედრის ყველა მონაწილის ფანჯარა ფონებით ერთმანეთის შესაბამისი იქნება, რათა ერთ გარემოში ყოფნის იმიტაცია შეიქმნას… 

ეკრანის უსაფრთხოდ გაზიარება ყველასთვის

ეკრანის გაზიარებისას რამდენს შეგშინებიათ იმის გამო, რომ სხვები არასაჭირო რაღაცებს დაინახავდნენ? თქვენ გვერდით საკმაოდ ბევრი მომხმარებელი დგას, ამიტომ ზუმმა გადაწყვიტა, ამაზე მანამ იზრუნოთ, სანამ ყველას გაუზიარებთ — შეგიძლიათ, წინასწარ აირჩიოთ ეკრანის გაზიარებისას შეხვედრის წევრებს რომელ აპლიკაციებსა და ფანჯრებს აჩვენებთ.

მეტიც, განახლება ეკრანის გაზიარების საშუალებას რამდენიმე მონაწილეს აძლევს ერთდროულად. გამოდის, ვინმესთვის იმის შეხსენება, რომ ეკრანის გაზიარება უნდა გათიშოს, აღარ მოგიწევთ…

შეუფერხებელი აპლიკაციები თანამშრომლობისთვის

მოკლედ რომ გითხრათ, ზუმის მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, გააზიარონ Google-ისა თუ Office 365-ის ფაილები შეხვედრების დროს. თანაც ამ დოკუმენტების როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, რეალურ დროში რედაქტირებაც შესაძლებელი გახდება…

დაბოლოს, ზემოთ მოცემული ოთხივე განახლება ხელმისაწვდომი ყველასთვის სულ რამდენიმე თვეში გახდება.

„გამარჯვება არის მიზანი“ — ბლოქსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მხარდაჭერას უცხადებს

ღვინის ბრენდის „ტრანსფორმაციული“ განახლება