in

განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე IT აკადემია STEP დაგხვდებათ

6-7 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. წელს გამოფენას IT Academy STEP Georgia უერთდება. 

გამოფენაზე შეძლებთ გაიგოთ მეტი „სტეპის“ სასწავლო კურსებსა და მომავლის პროფესიებზე, აკადემიის მენეჯერებთან ერთად დაგეგმოთ თქვენი IT კარიერა, მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებებში, დაათვალიეროთ „სტეპის“ სტუდენტების ნამუშევრები და დაესწროთ პრეზენტაციას ინდუსტრია 4.0-ის შესახებ.

IT Academy STEP Georgia არის საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების უდიდესი ცენტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. აკადემია შესაძლებლობას გაძლევთ შეისწავლოთ ისეთი თანამედროვე პროფესიები, როგორებიცაა პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკა და დიზაინი. კურსები განკუთვნილია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სკოლის პარალელურად.

[R]

iSpace-ში Apple-ის უახლეს პროდუქტებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო!

#სადანროგორ გავერთოთ 22-24 სექტემბერს — ღონისძიებების კალენდარი