in ,

განათლება ყველაზე რთულ დროშიც კი მნიშვნელოვანია! – University of Phoenix-ის ემოციური ვიდეორგოლი

ბებიას რომ ოჯახში ყველაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ეს ფაქტია. საყვარელი, თბილი, ყურადღებიანი და საოცარი ისტორიების მქონე, ტკბილი მთხრობელი. რაც მთავარია, სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი იბრძოლა, რათა მის შვილებს და შვილიშვილებს უკეთესი მომავალი ჰქონოდათ. University of Phoenix-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი გმირიც სწორედ ერთი საყვარელი ბებია გახდა, რომელიც ახალშობილ შვილიშვილს თავის მძიმე, თავგადასავლებითა თუ დაბრკოლებებით სავსე ცხოვრების ისტორიას უყვება და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას განათლების მნიშვნელობაზე, რომლის წყალობითაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში თავისი მცირე წვლილი შეიტანა.

 

#თაობა: Eko & Vinda Folio-ს მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

CrafterTogo – ტყავზე კვეთის პირველი საამქრო ბათუმში და ხელნაკეთი აქსესუარები, რომლებიც არ ძველდება