in

რა გელით 28-29 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე?

28-29 თებერვალს “ექსპოჯორჯიაში” ტრადიციული, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. თუ რა სიახლეები დახვდებათ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს და რა შესაძლებლობებს იძლევა ეს ღონისძიება, ყველაფერ ამის შესახებ პროდუქტის განვითარების მენეჯერი, ქეთევან მეშველიანი გვესაუბრა:

BOG
BOG

M: წელს გამოფენა მეათედ ტარდება, რით იქნება გამორჩეული „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2020“?

დიახ, წელს უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების  მე-10 საერთაშორისო გამოფენაა. მხოლოდ წელს, ვიზიტორებს შეეძლებათ, ერთ სივრცეში მოინახულონ 2 სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენა, ერთი – ჩვენი ორგანიზებით, სადაც გარდა უცხოური უნივერსიტეტებისა, ქართული და პროფესიული სასწავლებლებიც არიან წარმოდგენილები, ასევე UK Bridg-ის მიერ ორგანიზებული გამოფენა, სადაც 20-მდე ევროპული და ამერიკული სასწავლებელი იქნება წარმოდგენილი. ასევე, პირველად გამოფენის ფარგლებში, ტარდება სტუდენტების დასაქმების ფორუმი, სადაც დაახლოებით 60-მდე მსხვილი კომპანია წარადგენს სხვადასხვა ვაკანსიას.

M: კონკრეტულად, რა იგეგმება გამოფენის ფარგლებში? რა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ მონაწილეები?

გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება, ერთ სივრცეში მოინახულოს 100-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტი, ანუ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც პროგრამების, ასევე ინფრასტრუქტურის შესახებ. გაეცნოს პროფესიულ სასწავლებლებს და ნახოს მათი ნამუშევრები, ასევე, მიიღოს ინფორმაცია და დარეგისტრირდეს სტიპენდიებსა და სხვადასხვა გაცვლით პროგრამაზე.

წელს სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპის გათამაშებას გეგმავს აბიტურიენტებისთვის.

მარკეტერის ღონისძიების გარდა, პარასკევს ტარდება fuckup nights, რომლის ფარგლებშიც 4 სხვადასხვა სპიკერი განათლების სფეროში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრებს.

M: რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საგანმანათლებლო დაწესებულებები წლევანდელ გამოფენაზე?

წელს 40-მდე უნივერსიტეტი ჩამოდის: ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან.

M: ვისზეა ეს ღონისძიება გათვლილი?

ღონისძიება გათვლილია სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებზე, აბიტურიენტებსა და სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ ხარისხის ამაღლება ან უნივერსიტეტის შეცვლა, ანდაც დაინტერესებულები არიან სხვადასხვა პროგრამით. ასევე, მათზე, ვისაც პროფესიული ხელობის შესწავლა სურთ.

[R]

ბახვა ბრეგვაძე – #პირველისამსახური

გახდი სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერი