18
Jan
2019

თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

18 Jan 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, კერძოდ კი, დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის როლს შეასრულებს. როგორც  მინისტრი აცხადებს, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება.

მშენებლობას მიხეილ ბატიაშვილმა კაფსულის ჩადებით ჩაუყარა საფუძველი. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა სკოლა, სამეცნიერო მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ბაღი, ლაბორატორიები. ასევე, აქვე გაიხსნება კომაროვის სკოლის ფილიალი.

ქალაქი დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე აშენდება. მშენებლობა კი წლის ბოლომდე დასრულდება.

 

განხილვა