Audi-ს ახალი A3 სედანს დიდი ხანია ბრენდის თაყვანისმცემლები ელოდებიან. ჯერ ყველა დეტალი ცნობილი არ არის, თუმცა ცოტა ხნის წინ ის ერთ-ერთ ავტოშოუში, ნახევრად შენიღბული მონაწილეობდა და პაპარაცებმა ფოტოები გაუვრცელეს. საბოლოო დიზაინის არჩევას მისი სპეციალური შენიღბვა ართულებს, თუმცა გარკვეული დეტალების გარჩევა უკვე შესაძლებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს A3 allstreet ერქმევა.
ყველაზე დიდი ცვლილებები, რომლებსაც ახალი allstreet შემოგვთავაზებს, მანქანის ცხაურს, ბამპერსა და ფარებს შეეხება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ შუა ციკლის განახლებაა და არა სრულიად ახალი თაობა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აუდი ძირეულად შეცვლის ყველაფერს. ავტომობილს ექნება ტურბო 4-ცილინდრიანი ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 201 ცხენის ძალას და 228 lb-ft ბრუნვას. სიმძლავრე სტანდარტულად წინა ბორბალზე გადავა, გადაცემათა კოლოფი შვიდსიჩქარიანია. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა არ არის სრულად ჰიბრიდული, ის საწვავის ეკონომიასაც კარგად აკეთებს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომლის დანახვასაც შენიღბვა არ უშლის ხელს, მანქანის შემაღლებული საკიდია. შესაბამისად, ის გამოადგებათ იმ ავტომოყვარულებს, რომლებსაც ავტომობილი არა მხოლოდ ქალაქში სასიარულოდ, არამედ მის გარეთაც სჭირდებათ.