in

განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან

საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ცდილობს, მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებს მოერგოს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს განახლებული Fintech.ge შესთავაზა.

Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლეები, ანალიტიკური ბლოგები, ვლოგები, პოდკასტები. ასევე, განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია ფინანსურ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ პროექტებზე, მონაცემთა მეცნიერებაზე.

Fintech.ge-ის ფარგლებში მომხმარებლები ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებული ადამიანების გაცნობასაც შეძლებენ, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებენ. ასევე, Fintech.ge-ის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივია საინტერესო პანელურ დისკუსიებზე, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული და კომფორტული ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება საინტერესო სიახლეები, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა. განახლებული პლატფორმა ასევე სასარგებლოა ბიზნესისთვის, რადგან კარგი შესაძლებლობა და მოტივაცია იქნება, შექმნან კიდევ უფრო მეტი, საჭირო და ახალი პროდუქტები თუ სერვისი,“ — განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

განახლებული პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ვიდეო კი ნახეთ აქ:

 

ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე

ამბავი ბრენდისა, რომლის შეყვარების მერეც სხვას ვეღარ ეგუები – Audi-ს ვიდეო სერიები