4
Nov
2015

ლარის ბანკნოტების დიზაინი განახლდება

4 Nov 2015

2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის – ლარის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, დღეს, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

განახლებული ლარი

ლარის განახლებულ  ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი,  ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. პროექტის საკომუნიკაციო პლატფორმაზე და საინფორმაციო კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაობს.

www.ganakhlebulilari.ge



განხილვა