17
Jul
2015

განსაქარვებელი საზაფხულო ჰიტი ჯგუფი ყველასგან

17 Jul 2015



ინტერნეტში ჯგუფი ყველას ახალი სიმღერა გამოჩნდა, რომელიც უხვად არის საზაფხულო განწყობით გაჯერებული.
კლიპის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.

კლიპის სიუჟეტი სამი მეგობრის გარშემო ვითარდება, რომლებიც ერთ მზიან დღეს ქალაქგარეთ გასვლას გადაწყვეტენ. გზად ისინი ჩვეულ ყოველდღიური პრობლემებს აწყდებიან, თუმცა მარტივად უმკლავდებიან.

“კლიპი ლუდი ქარვასთვის დავამზადეთ. დიდი ხანია ამ ბრენდს არ ჰქონია მომხმარებელთან კომუნიკაცია, ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება მკაფიოდ გაგვეხსენებინა ბრენდის მთავარი სათქმელი და ის ყოველდღიურობაში გადაგვეტანა. როდესაც განქარვებული ხარ, მაშინ წვრილმანი ყოველდღიური პრობლემები ხელს აღარ გიშლის ისიამოვნო ცხოვრებით და მეგობრებთან ერთად კარგი დრო ატარო” – ამბობს ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე.

“მივქარ(ვ)ეთ და პირველი მუსიკალური კლიპი გადავიღეთ. როცა რაღაც ახალს ეჭიდები, რაც ჯერ არასდროს გაგიკეთებია, პროცესი ბევრად აზარტული და საინტერესოა. ამ კლიპით გვინდოდა ახალი საზაფხულო ჰიტი შეგვექმნა, რომელიც ზაფხულის მზიან ამინდებს კიდევ უფრო გააფერადებდა და განაქარვებდა” – ნათია გოგია, პროექტის აღმასრულებელი პროდუსერი.

“იმდენად გაგვისწორდა სიმღერა კეთების პროცესში, რომ ჩვენი სურვილით გადავწყვიტეთ კლიპშიც მიგვეღო მონაწილეობა და საკუთარ რეპერტუარშიც შეგვეტანა ეს სარეკლამო სიმღერა” – აცხადებს ტექსტის ლუწი ხაზების ავტორი და ჯგუფი “ყველას” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ჭილაია.

მუსიკალური კლიპის საიტიდან სიმღერის MP3 ვერსის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ : www.ganiqarve.biz

M: ვინ მუშაობდა პროექტზე?

კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი, მუსიკალური შესრულება: ჯგუფი ყველა, კლიენტი: ლუდი ქარვა (ლუდსახარში ნატახტარი) პროდაქშენი: FPS.

კრეატიული დირექტორი: ლევან ლეფსვერიძე
აღმასრულებელი პროდუსერი: ნათია გოგია
რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი
მთავარი ოპერატორი: ბაქარ შარაშენიძე
პროდუსერი: ტატო სულაქველიძე
არტ დირექტორი: ია დარახველიძე
მხატვარი: თემურ ქართლელიშვილი (ანგელოზო)

განხილვა