in

რა ზიანი მოაქვს ბრენდისთვის განმეორებით რეკლამას

განმეორებითმა რეკლამამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბრენდის რეპუტაციას და შეამციროს შესყიდვა, ნათქვამია Magna-სა და Nexxen-ის კვლევაში. კარა მანატი, Magna-ს ინტელექტუალური გადაწყვეტილებების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, თვლის, რომ ერთი და იმავე შოუს დროს, რეკლამის განმეორებით გაშვებამ შეიძლება გააუმჯობესოს უკუკავშირი, მაგრამ ის ეჭვქვეშ აყენებს ამ ყველაფრის ღირებულებას. კვლევაში მონაწილე მომხმარებლები იმედგაცრუებულნი აღმოჩნდნენ იმ ბრენდებით, რომლებიც განმეორებით უშვებენ იმავე რეკლამას.

ერთი და იმავე სარეკლამო კამპანიების ჭარბი წარმოდგენა მომაბეზრებელი და შემაწუხებელია – ამბობენ მაყურებლები. კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 87%-მა აღნიშნა, რომ ისინი არაერთხელ ხედავენ ერთსა და იმავე რეკლამას სტრიმინგ პლატფორმებზე. რეკლამის ნახვები იზრდება, ამის მიუხედავად, შესყიდვის სურვილი მცირდება. ფაქტობრივად, შეძენის განზრახვამ იკლო 16%-ით, განმეორებითი რეკლამის გაშუქების უფრო მაღალი სიხშირით, მათ შორის, ვინც ერთი და იგივე რეკლამა ექვსჯერ ნახა.

ერთი პროგრამული ვენდორი, ერთსა და იმავე რეკლამას ზედიზედ სამ-ოთხჯერ უშვებდა CTV-ზე, თუმცა მენეჯმენტმა თქვა, რომ ეს უნებლიედ მოუვიდათ. CTV-ში უფრო მეტი რეკლამის განმთავსებელი ემატება, ამდენად, რეკლამის სიხშირის შეზღუდვა მნიშვნელოვანია.

კვლევა იყო თემაზე „როგორ მოქმედებს განმეორებითი რეკლამები CTV მაყურებლებზე, ბრენდებსა და პლატფორმებზე“. კვლევის დროს, გამოიყენეს კონტროლირებადი რეკლამის ეფექტურობის ტესტირება 1246 სტრიმინგ მაყურებელს შორის, რათა გაეგოთ, თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი განმეორებით რეკლამას. რეკლამები მოწოდებული იყო სპორტული ტანსაცმლის მარკეტინგის New Balance-ისა და რესტორნების ქსელის Applebee’s-ის მიერ.

დამახსოვრებამ პიკს მიაღწია მონაწილეთა 92%-ში, რომლებმაც ერთი და იგივე რეკლამა ექვსჯერ ნახეს, მაგრამ გაიზარდა უარყოფითი ასოციაციებიც გაიზარდა. მაყურებელთა დაახლოებით 48%-მა თქვა, რომ რეკლამა იყო „გამაღიზიანებელი“, ხოლო 33%-მა აღნიშნა, რომ „შემშლელი იყო მათი საერთო გამოცდილებისთვის“.

მაყურებელთა დაახლოებით 83%-ს სჯეროდა, რომ რეკლამის განმეორება იყო განზრახ, განმთავსებლის მიერ, 68% მიიჩნევდა, რომ ბრენდის განზრახვა იყო რეკლამის გამეორება.

რაც შეეხება სტრიმინ სტრიმინგ პლატფორმებს, მათ მაყურებელთა 44%-ს მიაჩნია, რომ პლატფორმაზე განზრახ გადიოდა რეკლამა განმეორებით. ეს კი მათში იწვევდა ნეგატიურ გრძნობებსა და ქმედებებს ბრენდის მიმართ.

მაყურებელთა, დაახლოებით, 43%-მა თქვა, რომ მზად არის გამოცადოს სხვა სტრიმინგ სერვისი, ხოლო 19%-მა თქვა, რომ მზად არის შეწყვიტოს გამოწერა, თუ ძალიან ბევრჯერ აწყდება ერთსა და იმავე რეკლამას. 31%-მა თქვა, რომ ისინი მიიღებენ ზომებს განმეორებითი რეკლამის საპასუხოდ.

წყარო: mediapost

როგორ ჩავახშოთ უცნობი ნომრების შემომავალი ზარი WhatApp-ში?

ადამიანებმა, რომლებიც ფერებს ვერ არჩევენ, წითელი დაინახეს!