in

როგორ დავძლიოთ ბარიერები სოციალურ ფენებს შორის? – AIME-ს ვიდეორგოლი

საქველმოქმედო ორგანიზაცია AIME-მ, რომლის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტიც დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის საჭირო განათლების მიცემაზე ზრუნვაა, ახალი ანიმაციური ვიდეორგოლი გამოუშვა. ანიმაციაზე სააგენტო M&C Saatchi-მ იზრუნა და მომხმარებელს ორწუთიანი საინტერესო სანახაობა შესთავაზა. რგოლი სოციალურ ფენებს შორის განსხვავებასა და იმ ბარიერებზეა, რასაც ადამიანები შეგნებულად თუ შეუგნებლად წარმოშობენ ერთმანეთს შორის. თუმცა, როგორც ყოველთვის, მოიძებნებიან ისეთები, ვინც ყოველგვარ საზღვრებს მიღმა აზროვნებენ და თავისუფალი ნებით შეუძლიათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა, სხვებისთვის კარგი მაგალითის მიცემა და ჩარჩოებისგან მათი გათავისუფლებაც. ამ ყველაფრის მთავარი საწინდარი კი, რაღა თქმა უნდა – განათლებაა.

BOG

პატარა გოგონას დიდი ოცნებების საბედისწერო გზა – Volvo-ს ვიდეორგოლი

Vinti – „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული პროექტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული რგოლებისთვის