თანამედროვე ეპოქაში, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, პიროვნული განვითარებისთვის დროის გამონახვა ხშირად გვიჭირს. პიროვნული განვითარება კი უწყვეტი პროცესია. ეს არის საშუალება, ადამიანებმა შეაფასონ საკუთარი უნარები და ღირებულებები და ბოლომდე გაიაზრონ ცხოვრების მიზნები.
„განვითარების აკადემიის“ კურსების მიზანია მსმენელებს უნარებისა და ინტერესების იდენტიფიცირებასა და ცხოვრების მიზნების დასახვაში დაეხმაროს, რათა მათ შეძლონ სწორად განვითარება და თვითრეალიზაცია, რაც გაზრდის საკუთარი თავის რწმენას და ხელს შეუწყობს დასაქმებას სასურველი პროფესიით. ეს ყოველივე კი უფრო ბედნიერი, ხარისხიანი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. შემთხვევითი არ არის, რომ მასლოუს პირამიდის სათავეში სწორედ თვითაქტუალიზაცია იმყოფება“.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ გარემოს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა აქვს, პიროვნული განვითარება არასოდეს უნდა შეწყდეს და ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ უნდა დაგვავიწყეს საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან სამყაროში დღეს ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება და ვითარდება, როგორც არასოდეს. შესაბამისად, ამ პროცესისთვის ჩამორჩენა კონკურენტუნარიანობის დაკარგვას ნიშნავს.
„განვითარების აკადემია“ ორიენტირებულია მსმენელებს მისცეს ისეთი ცოდნა და განუვითაროს ის უნარები, რომლებიც დღევანდელ დღეს რეალურად საჭირო და გამოსადეგია და თავიდან აგვარიდებს ყოველდღიური საქმიანობის დამღლელ რუტინად ქცევას. გარდა ამისა, ეს არის ადგილი, სადაც საერთო ინტერესების ადამიანებს ერთმანეთთან „ნეთვორქინგის“ საშუალება ეძლევათ.
„განვითარების აკადემია“ ბაზარზე 2021 წლის დასაწყისში გამოჩნდა და ძალიან მოკლე დროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრავალფეროვან სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა საქართველოში. აკადემიაში, ამჟამად, დიზაინის, მარკეტინგისა და პიარის, ტურიზმისა და მასპინძლობისა და ბიზნესის სკოლები ფუნქციონირებს.
დღეისათვის, „განვითარების აკადემიაში“ მსმენელთა მიღება 14 კურსზე მიმდინარეობს:
- კრეატიული „ქოფირაითინგი“ და კონტენტის მართვა
- UI/UX დიზაინი
- Motion Graphic დიზაინი
- ინტერიერის დიზაინი
- გრაფიკული დიზაინი სამი ერთში
- გრაფიკული დიზაინი სკოლის მოსწავლეებისთვის
- სოციალური მედიის მართვა
- პროდუქტისა და პროექტის მენეჯმენტი, ეჯაილ/სქრამ მეთოდოლოგიით
- რესტორნის პრაქტიკული მენეჯმენტი
- ტურიზმის გაყიდვებისა და მართვის ინტეგრირებული კურსი
- პიარი და მედიასთან ურთიერთობა
- სატელევიზიო მენეჯმენტი
- ადამიანური რესურსების მართვა თანამედროვე ორგანიზაციაში
- ქართული ენა სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის
„ჩვენს აკადემიაში კურსებს სფეროს საუკეთესო სპეციალისტები, საგულდაგულოდ შერჩეული ტრენერები უძღვებიან.
შეხვედრები, ძირითადად, აუდიტორიაში ტარდება, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რომ მსმენელებსა და ტრენერებს კომფორტული და შემოქმედებითი გარემო შეექმნას. კურსების ღირებულება კი ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. ეს აკადემიისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ყველამ შეძლოს სასურველი ცოდნის მიღება.
„განვითარების აკადემია“ მუდმივად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან განათლების სფეროში, რათა მსმენელებს მუდმივად სწავლების ინოვაციური მეთოდები და მაქსიმალური ეფექტურობა შესთავაზოს“.
„განვითარების აკადემია“ აქტიურად მუშაობას სხვადასხვა წამყვან კომპანიასთან, რათა ისინი საუკეთესო მსმენელებთან, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, დააკავშიროს.
აკადემიის თითოეული კურსი ორიენტირებულია, მსმენელებს მისცეს საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. სწორედ ამიტომ, თითოეული კურსი ბაზრის მოთხოვნიდან და მარკეტინგული კვლევიდან გამომდინარე დგება. კურსზე მუშაობისას, აკადემია ითვალისწინებს თუ რას მისცემს იგი მსმენელს და როგორ შეძლებს იგი მის გამოყენებას. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე დგება თითოეული კურსის სილაბუსიც.
„ინოვაციური კურსები და უკვე კარგად ნაცნობი საკითხების ახლებურად სწავლება, ინდივიდუალური მიდგომა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა განვითარების აკადემიის ღირებულებების ნაწილია. აკადემიის კურსები მომავლისა და საერთაშორისო პროფესიებს ესადაგება, რათა მსმენელებმა მიღებული ცოდნა და უნარები თავისუფლად გამოიყენონ ყველგან, სადაც გადაწყვეტენ“.
აკადემიის კარი ღიაა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რომლებსაც ახალი ცოდნის მიღება ან არსებულის გაღრმავება სურთ.
[პარტნიორის კონტენტი]